თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დადასტურდება თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის კონკრეტული მოცულობა, საბოლოო პროექტი საკრებულოს წარედგინება.
შესაბამისი განცხადება კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
„ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში ასახული არ არის ფინანსთა სამინისტროსგან, ცენტრალური ხელისუფლებისგან მისაღები დამატებითი ტრანსფერი. შესაბამისად, ბიუჯეტის პირველადი ვერსია მოიცავს მხოლოდ მუნიციპალიტეტისთვის აუცილებელ ხარჯებს და გარდამავალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. რა თქმა უნდა, ამ პირველად ვერსიაში გაწერილი არ არის სამომავლო...
გორში გოგებაშვილის ქუჩაზე მდინარე მეჯუდას სანაპიროსთან გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში, სკვერში დეკორატიული მარადმწვანე მცენარეები დაირგო.
"გამწვანების აქცია საზოგადოებრივი მოძრაობა „სადაგის“ ინიციატივით მოეწყო და მასში „ახალგაზრდული ცენტრი ახალი თაობის“ წევრები და მოხალისეებიც ჩაერთნენ. სანაპიროზე დაირგო 80 ძირი ხამეციპარისი და ნაძვი, რომელიც ორგანიზატორებს „გრატოს სათბურებმა“ საჩუქრად გადასცა.
გამწვანების აქცია გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა", - განმარტავენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
პრემიერმინისტრის ინიციატივით შემუშავებული „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგიით“ გათვალისწინებული ქვეყნის ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონული განვითარებისა და ინფარსტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, ქალაქ წალენჯიხის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.
წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი ითვალისწინებს ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობას, სათავე ნაგებობის მოწყობას, რეზერვუარების, შიდა ქსელების რეაბილიტაცია/მშენებლობასა და აბონენტების გამრიცხველიანებას.
პროექტირების დაწყება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, რომლის დასრულებისთანავე ქალაქის წყალმომარაგების...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შერთულში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გორის მერიის ცნობით, პროექტი, რომლის ღირებულებაც 649 899.97 ლარია, გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, რომლის სიგრძეც 875 მეტრია, დღემდე ასფალტის საფარი არ ყოფილა. ნალექის დროს გზაზე გადადგილება უჭირდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს.
პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება როგორც ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ასევე ეზოებში შესასვლელები და მიერთებები. გარდა ამისა, მოეწყობა 1 010 გრძივი...
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში სკვერისა და სპორტული მოედნის მოსაწყობად, ახალციხის მერიამ 203 747 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, 450 კვ.მ. ფართობის სკვერი ღრელის ცენტრალური გზის პირას მოეწყობა და მორგებული იქნება არსებულ რელიეფს.
პროექტის ტენდერზე წინადადებების მიღება 1 დეკემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.
რუსთავის მერიამ, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს განსახილველად წარუდგინა. ამასთან დაკავშირებით, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგი გამართა. როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, რთული და დატვირთული სამუშაო პროცესის შემდეგ, როგორც მერიის გუნდში, ისე მოსახლეობასთან კონსულტაციებზე დაყრდნობით, კანონის მოთხოვნის შესაბამისად და ვადების სრული დაცვით, 2023 წლის ბიუჯეტი, მერიამ საკრებულოში უკვე წარადგინა.
,,ბიუჯეტს პოზიტიურად ვიწყებთ, და 87 367 700 ლარითაა განსაზღვრული. ჩვენ გვაქვს იმის მაგალითი, როგორ...
სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სამუშაოების წარმოებისათვის მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ...
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ წახანთან მუნიციპალური განვითარების ფონდი 15 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს განახორციელებს. პროექტის მიხედვით, დაბა აბასთუმანში მდებარე არსებული რეკრეაციული ტყე-პარკში ხანძრის თავიდან აცილებისა და მისი შედეგების შემცირებისათვის, წახანთან წყალსაცავი აშენდება, რომელიც მიმდებარე სოფლების სამელიორაციო პრობლემასაც მოაგვარებს. წყალსაცავის მიმდებარედ ერთ კილომეტრამდე სიგრძის რეკრეაციული ზონების მოწყობა, მათ შორის, სასეირნო ბილიკების, მოსასვენებელი ადგილებისა და გარეგანათების გაკეთება იგეგმება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მუნიციპალური...
საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასანათებლების (განათების გირლიანდი და დიოდური ნათურა) შესაძენად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. გირლიანდებსა და დიოდურ ნათურებში ქალაქი 107 640 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია 2760 გირლიანდს და 8280 დიოდურ ნათურას იყიდის.
მერიამ საახალწლო სამზადისის ფარგლებში ტენდერი გამოცხადა ასევე საშობაო ნაძვის ხის, ფოიერვერკების, საახალწლო სათამაშოების შესაძენად და გალაკონცერტის სცენითა და აპარატურით მომსახურებაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლალისყურსა და ლაფანყურში, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კვლევა ჩატარდა. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
კვლევის ავტორებმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს საველე სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ელემენტების სააღრიცხვო ბარათები წარუდგინეს და კვლევის შედეგებზე ისაუბრეს.
კვლევის მიზანია, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენა და პოპულარიაზაცია.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი წევრი ვუსალ ბაირამოვია. ბაირამოვი ამიერიდან ყოფილი წევრის, რახმან მუსაევის მოვალეობას შეასრულებს. აღნიშნული საკითხი ცნობის სახით მარნეულის საკრებულომ 14 ნოემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. საკითხი განსახილველად საკრებულოს წევრმა, ვასილ ხახულშვილმა გამოიტანა და აღნიშნა, რომ საკრებულოს ახალი წევრი პარტიული სიით რიგით მომდევნო კანდიდატი გახდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„N22 მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის 2022 წლის პირველი ნოემბრის წერილით შემოსულია...
წინა სტატია
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალური ტრანსპორტის საფასურის გაძვირების შესახებ საკითხის განხილვა შეაჩერა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, განსახილვე საკითხთა შორის ასევე დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის გაზრდაც შედიოდა, რაც ასევე შესაჩერე.
"საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე (ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისია, იურიდიულ საკითხთა კომისია) განიხილეს ის საკითხები, რომელიც დასუფთავების მოსაკრებლის გადასახადის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მგზავრობის ტარიფისა და პარკირების, საჯარიმო სადგომზე გადაყვანის ტარიფის ...
ჭიათურის მერიასთან სოფელ ითხვისის მცხოვებლები აქციას მართავენ. ადგილობრივების განცხადებით, მათი სახლების ქვეშ მანგანეზის მოპოვება მიმდინარეობს, რის გამოც შენობების უმეტესობა საცხოვრებლად უვარგისია, მიწები კი დამეწყრილი. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
აქციის მონაწილები ხელისუფლებისგან შესაბამის კომპესაციას ითხოვენ. მათი თქმით, მერიამ მათ დახმარება აღმოუჩინათ თუმცა ეს საკმარისი არ არის. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ან საცხოვრებელი სახლების შეკეთებაში დაეხმარონ, ან იმდენი თანხა გადაუხადონ, რომ საცხოვრებლით უზრუნველყოფა შეძლონ.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის...
წინა სტატია
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გახანგრძლივდა და 22 ნოემბრის ჩათვლით ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
"იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაავადებათა კონტროლისა...
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, დავით ბალავაძის განცხადებით, წელს გაზის 300 ათასამდე მომხმარებლიდან დარღვევა 11 ათას მომხმარებელთან გამოვლინდა.
როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში აღნიშნა, 2022 წელს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 10 ადამიანი გარდაიცვალა.
„დღეის მონაცემებით, გადამოწმებულია 300 ათასამდე გაზის მომხმარებელი და მათგან დარღვევა აღმოჩენილია 11 ათას მომხმარებელთან. ჩვენმა სპეციალისტებმა მიმდინარე წელს 11 ათასი გაზის ისეთი დანადგარი ჩახსნეს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში იყო....
ქალაქ ბოლნისში აზიის ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება წყალარინების სისტემის მშენებლობა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, კომპანიის დირექტორმა, ალექსანდრე თევდორაძემ მოადგილეებთან, ქვემო ქართლის რწმუნებულ, გიორგი დოხტურიშვილთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტში წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის გათვალისწინებულია: ქ. ბოლნისისა და დაბა კაზრეთის წყალმომარაგების სისტემის ოპტიმიზაციისა და მრავალბინიანი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































