სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ავტოგზა ლენტეხი 99“ აწარმოებს საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-11 კმ-ზე მდინარე ხევისწყალზე არსებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს.
სამუშაოების წარმოებისათვის მიმდინარე წლის 30 ნოემბრამდე სავალი ნაწილი იქნება ჩაკეტილი და საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება დროებით შემოსავლელ გზაზე.