საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასანათებლების (განათების გირლიანდი და დიოდური ნათურა) შესაძენად ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. გირლიანდებსა და დიოდურ ნათურებში ქალაქი 107 640 ლარს დახარჯავს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მერია 2760 გირლიანდს და 8280 დიოდურ ნათურას იყიდის.
მერიამ საახალწლო სამზადისის ფარგლებში ტენდერი გამოცხადა ასევე საშობაო ნაძვის ხის, ფოიერვერკების, საახალწლო სათამაშოების შესაძენად და გალაკონცერტის სცენითა და აპარატურით მომსახურებაზე.