"ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ქუთაისში ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემათ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რეალიზება მოახდინონ. როგორც ხახალეიშვილმა "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ჩართვისას განაცხადა, ახალგაზრდებთან არაერთი შეხვედრის შედეგად შედგა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ახალ საკრებულოს წარედგინება. "ჩვენ ქალაქში გვყავს 13 000 ახალგაზრდა, ეს არის უდიდესი რესურსი ჩვენი ქალაქისთვის და ერთმანეთის რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ჩემი და ჩემი გუნდის უმთავრესი...
„ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი დაანებოთ“, - ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა. მისი თქმით, სიბინძურეა ის განცხადებები, რომელთაც კონკრეტული მედიასაშუალება და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს. „შეეშვით იმ სიბინძურეს, რომელსაც თქვენ და ნიკა გვარამია ავრცელებთ. გულდასაწყვეტია, რასაც აკეთებთ. მიღებულია გამოწვევა, როცა თქვენმა გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის კალაძის პირადი მტერია და...
თბილისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური პარტიის მიერ დაანონსებული აქციისთვის, რომელიც 27 ოქტომბერს გაიმართება, პარტიამ გარკვეული თანხები გამოყო. კერძოდ, კალაძის თქმით, აქციის მონაწილეების კვებას „ქართული ოცნება“ აფინანსებს. „გარკვეული თანხა იხარჯება, თუმცა, იმაზე ნაკლები იხარჯება, ვიდრე თქვენ დახარჯეთ აქციისთვის. (ვუხდით,) რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული, ოფიციალურად ხდება ყველაფერი, აქ დამალული არაფერი არაა. ასე რომ, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა...
გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარის დაგება სრულდება. „რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი კედლები. ჯამში, ორივე...
გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ კიკეთში და წავკისში მოქალაქეები საკუთრებას ვერ იკანონებს და ამას ხელს მერია უშლის, რადგან უწყება პარტიული კონიუნქტურით მოქმედებს. “მერია არ უნდა აღიქმებოდეს თბილისელთა მიერ პარტიულ დაწესებულებად. ისტორიული შანსია, რომელიც გულისხმობს მრავალფეროვანი, კოალიციური გუნდის მიერ ერთპარტიული მმართველობის დამარცხებას. ეს შანსი გამოსაყენებელია. ნებისმიერი წავკისელი, შინდისელი, ოქროყანელი, კოჯორელი, ტაბახმელელი თუ კიკეთელი ჩათვლის, რომ დედაქალაქის მერი,...
იქიდან გამომდინარე, რომ კახა კალაძის გუნდის ყოფილი წევრი ვარ, შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის თბილისის მართვა. სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში იყვნენ, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის თბილისის ყოველდღიური მართვა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა. „მათ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა გადაწყვიტო სწრაფად პრობლემები, რომლებიც...
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონის ცალკეულ სოფლებსა და ქალაქებში, ხვალ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროზე ადრე დაასრულებს. მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული აქციაა. როგორც გამოცემა წერს, მმართველ პარტიას მიკროავტობუსების გამოყენება თბილისში მოქალაქეების ჩამოსაყვანად სურს. "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ გეგმის მიხედვით, აქციაზე უნდა იყვნენ საჯარო სკოლის პედაგოგები და საბავშვო ბაღების აღმზრდელები, თუმცა მათმა ნაწილმა აქციაზე წასვლაზე უარი თქვა. მათივე ცნობით, "ქართულ...
თიანეთის 11 სოფელში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, აქტიურად განაგრძობს გაზიფიცირების პროექტების განხორციელებას, - ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 დასახლებულ პუნქტში. ალოტში, ველებში, ჩეკურაანთგორში, მელიასხევში, თოლენჯში, სიმონიანთხევში, ცალუღელაანთკარში, გორანაში, ხევსურთსოფელში, დევენაანთხევსა და საყდრიონში. პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 75 992 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1049 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. მთავრობის...
ბოლო პერიოდში მელიას ბანერები გამოჩნდა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე სერიოზული საუბარიც კი არ შეიძლება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მისი თქმით, ტყუილზე აგებული ნარატივით ვერასდროს გაიმარჯვებ. „მათ (ნაციონალურ მოძრაობას) ინფორმაცია რომ ჰქონდეთ, ბანერს არ დააწერდნენ, რომ 100 სტუდენტი უცხოეთის სასწავლებელში, როცა ყოველწლიურად ათასამდე სტუდენტი ფინანსდება სხვადასხვა პროგრამით, ეს ინფორმაცია რომ სცოდნოდათ, დაწერდნენ 2 ათასს. მათ...
27 ოქტომბერს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებული აქციის გამო, რუსთაველის გამზირზე 00:00 საათზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, გადაადგილება შეზღუდული იქნება კ. აფხაზისა და შ. დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვები იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით. რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის მოძრაობა ხვალ, 17:00 საათიდან შეიზღუდება....
წინა სტატია ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა. როგორც ირინე ლომინაძე განმარტავს, მას არ სურდა პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძის გაცნობა. მისივე მტკიცებით, საუბარი არ ყოფილა შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე. „ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა შემოსვლა. რა უფლებით არ შემოვუშვებდი, სირცხვილია პაატა ბურჭულაძე არ შემოუშვა თეატრში....
ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე  მხარდამჭერების მობილიზაცია კახეთშიც მიმდინარეობს. ქართული ოცნების აქტივისტები, ადასტურებენ, რომ თბილისში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიემგზავრებიან. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს. “ვგროვდებით და თანხაზეც მოვილაპარაკებთ. ასე 40- 50 ადამიანი ვიქნებით. გასულ წელსაც თანხას რომ ვაძლევდით, ხელს ვაწერინებდით-“თქვა ერთ- ერთმა აქტივისტმა. ქართული ოცნების თელავის შტაბში ადასტურებენ, რომ მომხრეების მობილიზაციას მართლაც ახდენენ, ოღონდ მხარდაჭერის სანაცვლოდ, თანხის გადახდას, კატეგორიულად უარყოფენ. ” თანხას არავის ვუხდით,...
ე.წ. ტყის ძმების მეთაური დათო შენგელია ადასტურებს, რომ საარჩევნოდ "ქართულ ოცნებას" ეხმარება შვილთან ერთად. "რა ფორმით და ჩემს ნაცნობებს ვეუბნები, რომ კარგი ხალხია, კარგი საქმის გამკეთებლები არიან, კარგი მერი იქნება და აირჩიეთ", - განუცხადა მან ტელეკომპანია "ფორმულას". ამბობს, რომ ხალხის დასარწმუნებლად საკუთარ ავტორიტეტს იყენებს, მაგრამ რამდენად აქტიურია მისი გავლენა კვლავ, ეს არჩევნების დღეს გამოჩნდება. "ტყის ძმების მეთაური ვყავი. არ ვიცი, ისევ აქტიურია...
მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის განმარტებით, საბავშვო ბაღებში ხორცის შესყიდვის ხელშეკრულება უკვე დადეს, ხოლო კომპანია პროდუქციას დღეს ან ხვალ მიაწვდის. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის ბაღებში ხორცი უკვე რამდენიმე კვირაა არაა, მაგრამ მენიუებში მაინცაა შეტანილი. მარნეულელმა მშობელმა, ნონა სამხარაძემ, 13 ოქტომბერს, "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც პირად შეტყობინებებში აღმზრდელები ბაღებში შეუსაბამო კვების რაციონზე წერდნენ. გაბრაზებულმა მშობელმა დახმარების თხოვნით უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც მიმართა. მსგავსი...
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სკოლებში უფასო კვების საკითხზე სამინისტროში მუშაობა მიმდინარეობს და ამ პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდიც (Unicef) იქნება ჩართული. მინისტრი ირწმუნება, რომ ამ საკითხზე უკვე ორი წელია მუშაობენ. ინფორმაციას bm.ge ავრცელებს. საქმე ის არის, რომ თავდაპირველად, საჯარო სკოლებში უფასო კვების დაპირება “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ არჩევნების მეორე ტურის კამპანიის დროს გასცა. რამდენიმე დღეში კი, tv...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო სკოლის შენობა გათვლილია 90 მოსწავლეზე და საკლასო ოთახების, კაბინეტების და ლაბორატორიების, ბიბლიოთეკის, კანცელარიის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, მანდატურის ოთახის, სანიტარული კვანძის ბლოკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას ითვალისწინებს. ,,სკოლის ტერიტორიაზე, ასევე, სარეკრეაციო სივრცე და ღია ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყობა. ახალი სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ