კალაძე: თხოვნა მაქვს, ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს თავი დაანებეთ

284

„ჩემს ოჯახს, ჩემს მშობლებს, ძალიან დიდი თხოვნაა, რომ თავი დაანებოთ“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

მისი თქმით, სიბინძურეა ის განცხადებები, რომელთაც კონკრეტული მედიასაშუალება და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

„შეეშვით იმ სიბინძურეს, რომელსაც თქვენ და ნიკა გვარამია ავრცელებთ. გულდასაწყვეტია, რასაც აკეთებთ. მიღებულია გამოწვევა, როცა თქვენმა გენერალურმა პროკურორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ის კალაძის პირადი მტერია და მას დაამთავრებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.