გლდანის რაიონში, ავჭალა 2-ში, ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩებზე გზის მოწესრიგების სამუშაოები სრულდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი მოეწყო. დაახლოებით, 5 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი, ასფალტის საფარის დაგება სრულდება.
„რაც შეეხება ვაჟა-ფშაველას ქუჩას, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო. სამუშაოების შედეგად, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, ბორდიურები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი კედლები.
ჯამში, ორივე ქუჩის კეთილმოწყობისთვის 613 501 ლარია გათვალისწინებული.
მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.