“ქართული ოცნების”აქციაზე მონაწილეობა თანხის სანაცვლოდ – რას ამბობენ პარტიის მხარდამჭერები კახეთში

193

ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ აქციაზე  მხარდამჭერების მობილიზაცია კახეთშიც მიმდინარეობს. ქართული ოცნების აქტივისტები, ადასტურებენ, რომ თბილისში, გარკვეული თანხის სანაცვლოდ მიემგზავრებიან. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

“ვგროვდებით და თანხაზეც მოვილაპარაკებთ. ასე 40- 50 ადამიანი ვიქნებით. გასულ წელსაც თანხას რომ ვაძლევდით, ხელს ვაწერინებდით-“თქვა ერთ- ერთმა აქტივისტმა.

ქართული ოცნების თელავის შტაბში ადასტურებენ, რომ მომხრეების მობილიზაციას მართლაც ახდენენ, ოღონდ მხარდაჭერის სანაცვლოდ, თანხის გადახდას, კატეგორიულად უარყოფენ.

” თანხას არავის ვუხდით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.ჩვენმა მხარდამჭერებმა თვითონ გადაწყვიტეს, რომ შეუერთდნენ ამ შეხვედრას. ეს არ იქნება საპროტესტო აქცია, ეს არის, შემაჯამებელი შეხვედრა  თანამოაზრეებთან, არჩევნების წინ”- განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა, ბენო გეგეჭკორმა.

მხარდამჭერების მობილიზაციის პროცესს ოპოზიცია აფასებს და თვლის, რომ ხელისუფლება მოსყიდვის გზით ცდილობს ადამიანები აქციაზე წაიყვანოს.

” დადიან  და ეძებენ  ხალხს, ვისაც ფულს მისცემენ და წაიყვანენ, თანხა 50 ლარიდან იწყება, იმის მიხედვით, ვინ როგორ დათანხმდება. მინდა ვუთხრა ხელისუებას, რომ იქ წასული ადამიანების უდიდესი ნაწილი, მათი მხარდამჭერი არ არის”- განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თელავისერობის კანდიდატმა, გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების მხარდამჭერების აქცია თბილისში, ხვალ, 27 ოქტომბერს გაიმართება