მამუკა მდინარაძე: ნიკა მელიას ბანერები კრიტიკასაც ვერ უძლებს

224

ბოლო პერიოდში მელიას ბანერები გამოჩნდა, რომელიც კრიტიკას ვერ უძლებს, ამაზე სერიოზული საუბარიც კი არ შეიძლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, ტყუილზე აგებული ნარატივით ვერასდროს გაიმარჯვებ.

„მათ (ნაციონალურ მოძრაობას) ინფორმაცია რომ ჰქონდეთ, ბანერს არ დააწერდნენ, რომ 100 სტუდენტი უცხოეთის სასწავლებელში, როცა ყოველწლიურად ათასამდე სტუდენტი ფინანსდება სხვადასხვა პროგრამით, ეს ინფორმაცია რომ სცოდნოდათ, დაწერდნენ 2 ათასს. მათ წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ამ ქვეყანაში და არც აინტერესებთ. მათ აინტერესებთ პატიმრის გამოხსნა, ჯალათის დახსნა, ვიღაც კრიმინალის დაცვა. „ნაცმოძრაობა“ და „მიშისტები“ რამდენ ფლანგად არ უნდა დაშალო და რამდენჯერაც არ უნდა ჰქონდეთ მცდელობა მისი გაკეთილშობილებას, ისინი მაინც ერთნი არიან. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორი ბულინგის მსხვერპლი შეიძლება იყოს თითოეული ადამიანი, რომელიც რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს, იმას გაახმოვანებს სოციალურ ქსელში. მთავარი იცით რა არის, როგორც კი ტყუილზე ააგებ ნარატივს, ვერსად გაიმარჯვებ. ქართულ საზოგადოებაზე მათ ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დედაქალაქის ქუჩებში გამოჩნდა ბანერები დაპირებებით. მაგალითად, ნიკა მელია ამომრჩეველს საჯარო სკოლებში უფასო კვებას ჰპირდება, რაც მერის უფლებამოსილებაში არ შედის.