იქიდან გამომდინარე, რომ კახა კალაძის გუნდის ყოფილი წევრი ვარ, შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ზუსტად ვიცი, რა არის თბილისის მართვა. სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც ე.წ. ჩრდილოვან კაბინეტში იყვნენ, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის თბილისის ყოველდღიური მართვა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„მათ წარმოდგენა არ აქვთ, როგორ უნდა გადაწყვიტო სწრაფად პრობლემები, რომლებიც ყოველდღიურად აწუხებთ თბილისელებს. შესაბამისად, ეს ყველაფერი, ხელოვნური ერთობა, ხელოვნური დაპირებები, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთან არ აკავშირებთ არაფერი. არ აქვთ არანაირი სტრატეგიული და სისტემური ხედვა ამ ქალაქის მართვის. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ მხოლოდ ის, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანონ ჩვენს ქალაქსა და ქვეყანას იმ პოლიტიკური განცხადებებით, რომელთაც არაფერი უდევთ საფუძვლად გარდა გაურკვეველი მტრული დამოკიდებულებისა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.