რკინიგზაზე ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის რუსეთიდან აღებული კრედიტის დაფარვას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ვერ ახერხებს.
მიმდინარე წელს სოხუმს მოსკოვისთვის 316 მილიონი რუბლი უნდა გადაეხადა, რაც კრედიტით აღებული თანხის უმეტესი ნაწილი და დაგროვილი პროცენტის ჯამი იყო. სანაცვლოდ, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ მოსკოვს ვალის რესტრუქტურიზაცია შესთავაზა 2029 წლამდე.
ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება დე ფაქტო პარლამნტში დღეს განხორციელდა, რომლის მიხედვითაც, ოკუპირებულ რეგიონს მიმდინარე წელს, 316...
გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას ინფორმაციით, მთავრობის ორი ივნისის განკარგულებით, საქართველოს რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 250 294 ლარი გამოეყო, რომლის თანადაფინანსება 13 177 ლარი საკუთარი შემოსავლების ხარჯზე უნდა მოხდეს. ჯამში კი ექვსი ობიექტზე სამუშაოების განსახორციელებლად 263 471 ლარის გახარჯვაა გათვალისწინებული.
როგორც გაირკვა, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან 22 803 ლარი აცანა-აკეთის დამაკავშირებელ გზაზე ხიდის აღდგენას მოხმარდება, ხოლო ლესის ადმინისტრაციულ ერთეულში 59 411 ლარად...
პარლამენტი მზად არის განიხილოს დადგენილების პროექტი, რომელიც 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის ერთ მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.
დადგენილების პროექტის თანახმად გორი, ამბროლაური, მცხეთა, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე და ზუგდიდი ერთ მუნიციპალიტეტად ყალიბდება.
პარლამენტი პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად სწორედ დადგენილების პროექტს განიხილავს და უყრის კენჭს, ამის შემდეგ კი მოხდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარლამენტის კომიტეტებმა “ადგილობრივი...
ქალაქ გორში, პარკირების ნებართვის მისაღებად, ელექტრონული სისტემა 1 ივლისიდან ამოქმედდება და ის სავალდებულო ხდება. მძღოლებს აბონემენტის შეძენა ,,ლიბერთი ბანკის“ ფილიალებსა და სწრაფი გადახდის აპარატებზე შეეძლებათ.
მერიის პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, უნებართვო პარკირებასა და პარკირების წესების დარღვევაზე ავტომფლობელებს ჯარიმები დაეკისრებათ.
კომპანია ,,სერვისჯგუფის“ წარმომადგენლები, ქვეითად და მოტოციკლეტებით, ქალაქში იმოძრავებენ და პარკირების ადგილებს მონიტორინგს გაუწევენ. ელექტრონულ ბაზაში ავტომობილის მონაცემებს გადაამოწმებენ.
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მიხედვით გამოწერილ ჯარიმის ქვითრებს დამრღვევი...
7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების და მათი სათემო მუნიციპალიტეტებთან შერწყმის თემამ, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, გორშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. გორელების ნაწილი საქართველოს მთავრობის ამ ინიციატივას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ 2014 წელს დაწყებულმა რეფორმამ და 7 მუნიციპალიტეტის გაყოფამ არ გაამართლა, რადგან გაიზარდა ადმინისტრაციული ხარჯები, გაერთიანება კი ბიუჯეტის ხარჯების შემცირებას უზრუნველყოფს.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელთა აზრითაც, მუნიციპალიტეტების გაერთანება...
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ზეიკიძის მიერ სხვა თანამდებობაზე გადანაცვლებაა. უფრო კონკრეტულად, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვაში არსებული კომპანია „მექანიზატორის“ დირექტორს მოადგილედ ინიშნება.
მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გოჩა ზეიკიძე 2016 წლის 10 მარტს დაინიშნა.
წყარო: ინტერპრესნიუსი
ბორჯომში, თორის ქუჩაზე საკანალიზაციო მაგისტრალის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სამუშაოები თორის №6, №13 და №42-44 ხორციელდება.
ბორჯომის გამგებლის დიმიტრი ყიფიანის თქმით, საკანალიზაციო მაგისტრალი გამოიცვლება ჯამში 400 გრძ.მ სიგრძის მონაკვეთზე. მისივე განმარტებით, მოეწყობა გოფრირებული მილები და საკანალიზაციო ჭები, სამუშაოების დაწყებამდე მოსახლეობას მოძველებული და ამორტიზებული სისტემით სარგებლობა წლების განმავლობაში უწევდა, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზი ხდებოდა.
გამგებლის ინფორმაციით, ახალი მაგისტრალის...
„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა“ დღეს კვლევის – „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“ – შედეგები საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს გააცნო.
კვლევა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული მუნიციპალური აქტების, არსებული პრაქტიკის ანალიზსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს.
როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოკა კიღურაძემ განაცხადა, მოქალაქეთა მონაწილეობის...
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
"ქუთაისის მერობის პოსტზე ამ ეტაპზე განვიხილავთ რამდენიმე კანდიდატს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ხატია დეკანოიძესთან, გრიგოლ ვაშაძესთან და პარტიის რამდენიმე ადგილობრივ წარმომადგენელთან. გადაწყვეტილებას გუნდი მოკლე პერიოდში მიიღებს", - განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, დასახელებული კანდიდატები დადებითად შეხვდნენ შეთავაზებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციას ამ დრომდე ხელმძღვანელი არ ყავს,...
ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა, შესაძლოა მიწის გადასახადისგან გათავისუფლდეს. ამის შესახებ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ დისველის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს, გამგეობაში არსებული კომისია სწავლობს. კომისიის დასკვნის საფუძველზე, საკრებულო მიიღებს დადგენილებას და დოკუმენტაციას დასკვნასთან ერთად, შემოსავლების სამსახურში გადააგზავნის. შემოსავლების სამსახურიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში კი გლეხი, რომელსაც სეტყვის შედეგად მოსავლის...
წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება, - ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების მართვის კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ საჩინოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
წალენჯიხაში, აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ საჩინოელებმა ცენტრალური გზა გახსნეს.
აქციის მონაწილეებს ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა ხვდება.
სოფელ საჩინოს მოსახლეობამ რამდენიმე საათის...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს მცხოვრებლებმა ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს. ისინი სოფელში ცენტრალური გზის შეკეთებას ითხოვენ. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
მოსახლეობამ იგივე მოთხოვნით საპროტესტო აქცია გასულ კვირაშიც გამართა. მაშინ ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ საჩინო ტურისტების სიმრავლით გამოირჩევა, რომლებსაც ხშირად უწევთ ამორტიზებული გზით სარგებლობა. აქციის მონაწილეების თქმით, დიდი ხანია ჰპირდებიან გზის რეკონსტრუქციას. ამ მოთხოვნით ადგილობრივ გამგეობასაც არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხად მიიღეს, რომ პრობლემის...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში და მის მიმდებარედ უფასო ინტერნეტიზაციას იწყებს.
უფასო (WI-FI) უკვე დამონტაჟდა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეტაპობრივად კი ყველა სოფლის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.
პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შ.პ.ს ,,ორდუნეტი“ ახორციელებს. სამონტაჟო სამუშაოების ვადა 2017 წლის ბოლომდეა განსაზღვრული
წყარო: ნიუსპორტალი
https://www.youtube.com/watch?v=jWsLt6OsKrg&feature=youtu.be
„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“ დღეს კვლევის - „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში - მონიტორინგი და რეკომენდაციები“ - პრეზენტაციას გამართავს.
კვლევა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული მუნიციპალური აქტების, არსებული პრაქტიკის ანალიზსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს.
ანგარიში მომზადებულია 15 საპილოტე მუნიციპალიტეტის (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თიანეთი, თეთრიწყარო, დუშეთი, გორი, ქალაქი გორი, მცხეთა, საგარეჯო, ლაგოდეხი, ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქუთაისი, ქალაქი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































