„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი“ დღეს კვლევის – „მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში – მონიტორინგი და რეკომენდაციები“ – პრეზენტაციას გამართავს.
კვლევა მოიცავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან დაკავშირებული მუნიციპალური აქტების, არსებული პრაქტიკის ანალიზსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტს.
ანგარიში მომზადებულია 15 საპილოტე მუნიციპალიტეტის (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, თიანეთი, თეთრიწყარო, დუშეთი, გორი, ქალაქი გორი, მცხეთა, საგარეჯო, ლაგოდეხი, ქალაქი ბათუმი, ქალაქი ქუთაისი, ქალაქი რუსთავი, ქალაქი თელავი) სამართლებრივი აქტების ანალიზისა და პრაქტიკის შესწავლის შედეგად.
კვლევა მომზადდა ამავე სახელწოდების პროექტის ფარგლებში, რომელიც ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.