“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ქუთაისის მერობის სავარაუდო კანდიდატურებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
“ქუთაისის მერობის პოსტზე ამ ეტაპზე განვიხილავთ რამდენიმე კანდიდატს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ხატია დეკანოიძესთან, გრიგოლ ვაშაძესთან და პარტიის რამდენიმე ადგილობრივ წარმომადგენელთან. გადაწყვეტილებას გუნდი მოკლე პერიოდში მიიღებს”, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, დასახელებული კანდიდატები დადებითად შეხვდნენ შეთავაზებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციას ამ დრომდე ხელმძღვანელი არ ყავს, მისი ვინაობა სარჩევნო კამპანიის დასაწყისში გახდება ცნობილი.
წყარო: ნიუპრესი