სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელი – სოფელ საჩინოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობა წლის ბოლოს დაიწყება

873

წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოს გზის რეაბილიტაციაზე მუშაობა მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და მომავალ წელს დასრულდება, – ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის პროექტების მართვის კოორდინირების სამსახურის უფროსმა ნუგზარ გაბელიამ საჩინოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

წალენჯიხაში, აქციაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლის შემდეგ საჩინოელებმა ცენტრალური გზა გახსნეს.
აქციის მონაწილეებს ამ წუთებში სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა ხვდება.

სოფელ საჩინოს მოსახლეობამ რამდენიმე საათის წინ სოფლის გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით  ზუგდიდი-წალენჯიხის დამაკავშირებილი ცენტრალური გზა გადაკეტა.

აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.