ზუგდიდის გამგეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით უფასო ინტერნეტიზაციას იწყებს

719

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ადმინისტრაციული ერთეულების ცენტრებში და მის მიმდებარედ უფასო ინტერნეტიზაციას იწყებს.

უფასო (WI-FI) უკვე დამონტაჟდა რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში, ეტაპობრივად კი ყველა სოფლის ცენტრსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს.

პროექტს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დაკვეთით შ.პ.ს ,,ორდუნეტი“ ახორციელებს. სამონტაჟო სამუშაოების ვადა 2017 წლის ბოლომდეა განსაზღვრული

წყარო: ნიუსპორტალი