მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა

678

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა გოჩა ზეიკიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

ოფიციალური ინფორმაციით, მიზეზი ზეიკიძის მიერ სხვა თანამდებობაზე გადანაცვლებაა. უფრო კონკრეტულად, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მართვაში არსებული კომპანია „მექანიზატორის“ დირექტორს მოადგილედ ინიშნება.

მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე გოჩა ზეიკიძე 2016 წლის 10 მარტს დაინიშნა.

წყარო: ინტერპრესნიუსი