ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილების მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა. გვიან ღამემდე, ადგილზე გეოლოგები მუშაობდნენ, რომლებმაც დღეს სპეციალური დასკვნა უნდა გამოაქვეყნონ გზის სრულად აღდგენასთან დაკავშირებით. „ამ წუთებში, ნებისმიერი ტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელია და არცერთი მგზავრი და ავტომობილი არ ფერხდება. კლდის დიდ მოცულობას გეოლოგები შეამოწმებენ და, მის დაშლასთან დაკავშირებით, შესაბამის დასკვნას დადებენ“, - აცხადებს „ქრონიკასთან“ საუბრისას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, დავით კუხალეიშვილი. ადგილზე იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტისა...
საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებებით მეორადი გამოყენების კომბაინების შესყიდვისას თანადაფინანსება იზრდება. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის შემთხვევაში თანადაფინანსება განისაზღვრა 50% -ით, მაგრამ არაუმეტეს 100,000 ლარით. „პროგრამის ფარგლებში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ კომბაინის შეძენის სურვილის შემთხვევაში თანადაფინანსების მისაღებად პოტენციურმა ბენეფიციარებმა განაცხადი უნდა გააკეთოს მატერიალური სახით...
განათლების და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეებს ბეჭდურ სახელმძღვანელოებთან ერთად ელექტრონულ სახელმძღვანელოებსაც შესთავაზებს. განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა აცხადებს, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოების სტანდარტზე მუშაობა უკვე დაიწყო და ის ყველა საგანს შეეხება. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაციფრულება მოხდეს და კიდევ უფრო გამრავალფეროვნება. ერთია გრიფირებული სახელმძღვანელო, რაც იბეჭდება, თუმცა, მეორე მხრივ, სამომავლო პერსპექტივაში ვფიქრობთ, რომ თუ მთლიანი სახელმძღვანელო არ...
საგანგებო მდგომარეობის დაწესების გარეშე კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესების უფლება მთავრობას შესაძლოა კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდეს. შესაბამისი კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა შეიმუშავეს. პარლამენტმა მთავრობას ამის უფლება პირველად 2020 წლის 22 მაისს მისცა და მისი მოქმედების ვადად იმავე წლის 15 ივლისი განისაზღვრა. ამის შემდეგ, პარლამენტისვე დადგენილებით, თარიღმა სამჯერ გადაიწია — ჯერ 2021 წლის 1-ელ იანვრამდე, შემდეგ 2021 წლის 1 ივლისამდე, ბოლოს კი 2022 წლის 1 იანვრამდე....
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2021 წლის მოწვევის საკრებულოში ხუთი კომისია იმუშავებს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს. 3 დეკემბერს საკრებულოს პირველ სხდომაზე ხუთივე კომისიის თავმჯდომარეები აირჩიეს. 1) საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარედ პავლე კიკალიშვილი; 2) იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ – ოთარ ლურსმანაშვილი; 3) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარედ – მარინე ხვედელიძე; 4) ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ – შმაგი ხიჯაკაძე ; 5) ეკონომიკის,...
ზუგდიდს მერის პირველ მოადგილედ დღეს მამუკა წოწერიამ კონსტანტინე კაკავა დანიშნა. ის გიორგი შენგელიას გადადგომის შემდეგ ზუგდიდის მერის მოვალეობას ასრულებდა. ამის შესახებ ლაივპრესი წერს. კაკავა მერის მოადგილედ 2019 წელს დაინიშნა. მანამდე კი საკრებულოს წევრი და ფრაქცია "კონსერვატორების" თავმჯდომარის მოადგილე იყო. რაც შეეხება, მეორე მოადგილეს, მერიაში აცხადებენ, რომ ეს პოსტი ვაკანტურია და რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. ადგილობრივი თვითმმართველობის შედეგად ახლადარჩეული მერი მამუკა წოწერია უფლებამოსილების შესრულებას 22...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახალმოწვეულ საკრებულოში სამი ფრაქცია შეიქმნა. ესენია: ფრაქცია “ქართული ოცნება“ - თავმჯდომარე მარი ჩხიკვიშვილი, ფრაქცია “საქართველოსთვის“- თავმჯდომარე ალეკო ბურჭულაძე, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -თავმჯდომარე დათო მჟავანაძე. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად ახალმოწვეულ საკრებულოში ფრაქციების შექმნის რაოდენობა შემცირდა. ცვლილებები მოხდა ასევე ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილების დანიშვნის კუთხით. კანონით ფრაქციას ყოველ სამ წევრზე ყავს ერთი მოადგილე არაუმეტესი შვიდისა. ფრაქცია “ქართული...
მერია გარემოვაჭრეებს დახლების აღებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრება. ინფორმაციას ფორმულა ავრცელებს. მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და აქ მომუშავე ადამიანებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს. მერიის თანამშრომელმა თქვა, რომ გარემოვაჭრეები ტროტუარს კეტავენ და ფეხითმოსიარულეების უფლებებს ზღუდავენ. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მუშაობის შეწყვეტა არ შეუძლიათ. "ის მაინც მითხრან, ეს გაყიდე, დროს მოგცემთო. მე სხვა არაფერი მაქვს. დღეში...
თბილისსა და ქობულეთში მცხოვრებ 122 დევნილ ოჯახს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება დღეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი და საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების პროცესი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
ზუგდიდს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, მალე კულტურის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი ექნება. კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის პრეზენტაცია, დღეს ტექნოპარკში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია, ანატოლი ბაიფერტი, EU4Culture პროექტის გუნდის ხელმძღვანელი და ლევან ხარატიშვილი, ექსპერტი/კონსულტანტი, Creative Strategies Lab ევროკავშირისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მამუკა წოწერიამ ევროკავშირს ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდისთვის ძალიან...
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზე იმსჯელა და ჯგუფს უფლებამოსილება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლომდე გაუგრძელა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადა თავიდანვე საკმაოდ ხანმოკლე იყო. ეს ვადა ახლახან ამოიწურა, მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფის ფუნქცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ...
სამტრედიის მუნიციპალიტეტში სულ 15 ტერიტორიული ერთეულია, სადაც მერს თავისი წარმომადგენლები ჰყავს დანიშნული. ახალი მერის, დავით ბახტაძის არჩევის შემდეგ 6 ტერიტორიულ ერთეულში მერის წარმომადგენლებს შრომითი ხელშეკრულებები აღარ გაუფორმდათ. ამის შესახებ გურიანიუსი წერს. კერძოდ, ტოლების თემში ალექსი ბოცვაძეს, საჯავახოში შავლეგ თარგამაძეს, ოფეთში თემურ ჩხაიძეს, გამოჩინებულში თემურ ჩაჩუას, ეწერში რეზო ივანიაძეს, ბაშში რამაზ კაშიას. ზოგიერთ ტერიტორიულ ერთეულში შრომითი ხელშეკრულებები სპეციალისტებსაც შეუწყდათ. ინფორმაცია ,,გურია ნიუსს”...
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო 7 დეკემბერს დაამტკიცებს. სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება. თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ დღეს წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა. “ხვალ მე და ჩემი გუნდის წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ სრული მასშტაბით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. გვაქვს...
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 2022 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებს ასახელებს. ეკონომიკური ზრდა, ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება - ეს ის პრიორიტეტებია, რაზეც 2022 წლის ბიუჯეტია ორიენტირებული. „შემდეგი წლის ბიუჯეტში ცალსახად 2 მთავარი მიმართულება იკვეთება. ზრდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის, თუმცა მე 2 მთავარ მიმართულებას გამოვყოფ. ეს გახლავთ ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე კაპიტალური...
EBRD-მა ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებაზე მიიღო გადაწყვეტილება. პროექტის მოცულობა 75 მილიონი ევრო, ანუ დღევანდელი ღირებულებით 267 მილიონი ლარია. მისი განხორციელება 2022 წლიდან იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 117.5 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს. ბიუჯეტის საინვესტიციო პროექტების დანართის მიხედვით, მეტროს რეაბილიტაცია ვაგონების შეკეთებას, დეპოს და საბურთალოს ხაზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. “თბილისის მეტროს პროექტი ხორციელდება...
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ორი ფრაქცია შეიქმნა. ფრაქცია „ქართულ ოცნებაში“ საკრებულოს 27 წევრი, ხოლო ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ 5 წევრი გაერთიანდა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოში სულ 27 წევრია შესული, ხოლო „ენმ“-დან 6. „ენმ“-ს ერთმა წევრმა ნარგიზა ალიევამ ფრაქციაში გაერთიანებაზე უარი განაცხადა. ალიევამ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარედ ბესიკ გელენიძე აირჩიეს, მას შვიდი მოადგილე ეყოლება. „ქართული ოცნების“...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ