თბილისის მეტროს რეაბილიტაციაზე EBRD-ის სესხით 75 მლნ ევრო დაიხარჯება

362

EBRD-მა ჯერ კიდევ 2020 წლის დასაწყისში თბილისის მეტროს რეაბილიტაციის პროექტის დაფინანსებაზე მიიღო გადაწყვეტილება. პროექტის მოცულობა 75 მილიონი ევრო, ანუ დღევანდელი ღირებულებით 267 მილიონი ლარია. მისი განხორციელება 2022 წლიდან იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი 117.5 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.

ბიუჯეტის საინვესტიციო პროექტების დანართის მიხედვით, მეტროს რეაბილიტაცია ვაგონების შეკეთებას, დეპოს და საბურთალოს ხაზის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

“თბილისის მეტროს პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით, რომლის მთლიანი ღირებულება შეადგენს 75 მლნ ევროს და ითვალისწინებს მეტროს ვაგონების, არსებული დეპოს და საბურთალოს ხაზის დამაკავშირებელი გვირაბის რეაბილიტაციას. პროექტი წარმოადგენს კაპიტალურ პროექტს, მაღალი სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით, თუმცა ამავე დროს გასათვალისწინებელია პროექტი ითვალისწინებს არსებული სისტემების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოძველებული სისტემების განახლების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია დოკუმენტში.