საკრებულო დედაქალაქის მთავრობას ხვალ დაამტკიცებს

354

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას – საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებს და გამგებლებს დედაქალაქის საკრებულო 7 დეკემბერს დაამტკიცებს.

სხდომა საკრებულოში 16:00 საათზე გაიმართება.

თბილისის 10 რაიონის გამგებელი მერმა კახა კალაძემ დღეს წარადგინა. როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მოსახლეობის მხარდაჭერა და ნდობის გამოცხადება მისი გუნდისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა.

“ხვალ მე და ჩემი გუნდის წევრები წარვდგებით თბილისის საკრებულოს წინაშე და საკრებულოს მხრიდან კანდიდატების დამტკიცების შემდეგ სრული მასშტაბით შევუდგებით საქმის კეთებას, წინასაარჩევნოდ დაანონსებული პროექტების განხორციელებას. გვაქვს ამბიციური და რეალისტური გეგმები, რომელთა განხორციელების შემდეგაც თბილისის ბევრად უფრო მწვანე, კომფორტული, მოწესრიგებული და ლამაზი ქალაქი იქნება“, – განაცხადა კალაძემ გამგებლების წარდგენისას.