აგრარულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების საკითხზე იმსჯელა და ჯგუფს უფლებამოსილება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლომდე გაუგრძელა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„სამუშაო ჯგუფისთვის უფლებამოსილების ვადა თავიდანვე საკმაოდ ხანმოკლე იყო. ეს ვადა ახლახან ამოიწურა, მაშინ, როდესაც სამუშაო ჯგუფის ფუნქცია საკმაოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ჯგუფს უფლებამოსილება ამ მოწვევის პარლამენტის ბოლომდე გავუგრძელოთ“, – განაცხადა საკითხის წარდგენისას აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.