წყალმომარაგების კომპანია წყლის სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტებში აქტიურად აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე განცხადებით, ამჯერად, წყლის ინფრასტრუქტურა კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ხიდისყურსა და საქადაგიანოში ეწყობა. სამუშაოებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2,6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ არსებობს ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს.
მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ქსელები, წყლის...
ზუგდიდის საკრებულოს სხდომა ამჯერადაც ჩაიშალა. ახალმა შემადგენლობამ თავმჯდომარე ისევ ვერ აირჩია. სხდომის დაწყებიდან მალევე "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფრაქციების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სია წარადგინა. მათ სხვა პროცედურული საკითხების განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
ზუგდიდის საკრებულოში სხდომა უკვე მეორედ ჩაიშალა.
გარდა ამისა, ენმ-ს წევრმა გიორგი ფიფიამ საკრებულოს დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა. მის ნაცვლად საკრებულოს შეუერთდება მანუჩარ ფიფია, რომელსაც ზუგდიდის საოლქო საარჩევნო...
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე მის წარდგენას გამორიცხავს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის მიზეზები არ იცის და ეს გადაწყვეტილებაც მისთვის გუშინ გახდა ცნობილი.
„გუშინ გახდა ცნობილი ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ. წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ ყველა ის აქტივობა, რაც იყო დაგეგმილი, წლის ბოლომდე შესრულდეს. ამასთან, გარდამავალი პერიოდიც იყოს სრულიად უმტკივნეულო,...
წინა სტატია
როგორც "მთავარი არხი" წერს, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დმანისის საკრებულოში, რამიზ რამაზანოვი, რომლის ადგილსამყოფელი 3 დღის განმავლობაში უცნობი იყო, სხდომაზე მივიდა.
რამაზანოვმა ზეწოლა და გადამალვის ფაქტი უარყო და აღნიშნა, რომ მზადაა, ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი გამოიყენოს და საკრებულოში საქმიანობას შეუდგეს.
სხდომას ენმ-ს 14 დეპუტატი ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება, რამაზანოვი კი თანაგუნდელების ბოიკოტს გაემიჯნა.
აღსანისნავია, რომ თუ რამაზანოვის საშუალებით მმართველი გუნდი დღეს დამატებით ერთი...
თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, იპოდრომის მიმდებარედ, ე.წ. კორტების ტერიტორიაზე, ჩატარებული აუქციონი დასრულდა და გამარჯვებული უკვე გამოვლენილია. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
კალაძის ცნობით, ინვესტორი კომპანია, რომელიც ადგილზე 5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს შპს “კორტებია”. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “კორტები” 2021 წლის 17 ნოემბერსაა რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი დავით კოპაძეა.
საინვესტიციო ვალდებულებით, რომელიც ინვესტორმა თბილისის მერიისგან აიღო, შპს “კორტები” ვალდებულია ადგილზე...
2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები გაიზარდა. “თელმიკოს” და “ენერგო პროს” ქსელებში მატება თითოეულ კატეგორიაზე 3.5 თეთრით განისაზღვრა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
მაშინდელი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ტარიფების მატება მოსახლეობის ჯიბეზე რომ არ გადასულიყო, სახელმწიფომ სუბსიდირების ახალი პროექტი დაიწყო, რომლითაც ახალ და ძველ ტარიფებს შორის სხვაობა დააფინანსა. ყველა საყოფაცხოვრებო აბონენტს, რომელიც თვეში 300 კილოვატამდე დენს მოიხმარდა, 3.5 თეთრი ბიუჯეტიდან...
ზუგდიდის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი ლაგვილავამ საკრებულოს დეპუტატის მანდატი დატოვა. მან დღევანდელ სხდომაზე მისთვის, როგორც დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა წარმომადგენლობით ორგანოს. მაგრამ თქვა, რომ დღევანდელ სხდომას დაესწრება.
მისივე სიტყვებით, უმძიმს ეს გადაწყვეტილება, რადგან აქ 7 წელი იმუშავა. თუმცა დარწმუნებულია, საკრებულო შეძლებს ღურსეულად საქმიანობის გაგრძელებას.
ირაკლი ლაგვილავა წინა მოწვევის საკრებულოში, ეკონომიკის და ურბანული განვითარების კომისიას ხელმძღვანელობდა.
თელავის მუნიციპალიტეტში, „ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის“ საპილოტე პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს როგორც არსებული, ისე დეგრადირებული და განადგურებული ქარსაფარი ზოლების გამოვლენა, აღნიშნულ ნაკვეთებზე არსებული მცენარეების სახეობრივი შემადგენლობის და ხნოვანებითი სტრუქტურის განსაზღვრა და შესაბამისი მიწის ნაკვეთების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის...
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი წინადადებით გამოდის, სამსახურიდან დაითხოვონ განათლების სფეროს ის წარმომადგენლები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, - ამის შესახებ ასლან ბჟანიამ 8 დეკემბერს გაგრაში გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი თქმით, აფხაზეთში ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და სიტუაციის გამომსაწორებლად, მისი დაჩქარებაა აუცილებელი, წერს "აიაირა" .
"ჩვენ ამ საქმისთვის ფულს ვხარჯავთ. გთხოვთ. ჩვენ პრიორიტეტი ვართ. რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც არ აძლევენ ვაქცინას, ჩვენ...
რუსთავის მერიის მიმდებარედ არსებულ დეკორატიულ ქოთნებში ხის ნერგები დაირგო.
ქალაქის განახლებულ მთავარ მოედანზე "რუსთავსერვის ცენტრის" სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი იშვიათი ფორმის კიპაროსის ბონსაი დარგეს.
კიპაროსის ბონსაი სანერგეში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გამოჰყავდათ.
სამუშაოები "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლებმა განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქში მცენარეების მოვლა-პატრონობას სწორედ აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს.
წინა სტატია
დამანისში 12:00 საათზე საკრებულოს სხდომა უნდა დაიწყოს. ამ დრომდე უცნობია, დაესწრება თუ არა მას გაუჩინარებული დეპუტატი ენმ-დან - რამიზ რამაზანოვი. "ნაციონალური მოძრაობა" სხდომას ამჯერადაც ბოიკოტს უცადებს. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დეპუტატ გიორგი მოსაშვილის ინფორმაციით, რამაზანოვს თვმჯდომარის მოადგილის თანამდებობას სთავაზობენ.
"დმანისში საკრებულოს სხდომას ოპოზიცია უცხადებს ისევ ბოიკოტს, 14 წევრი არ მივდივარ, რამიზ რამაზანოვის საკითხი, მივა თუ არ მივა დღეს საკრებულოს სხდომაზე,...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთში შიდა საუბნო გზის მოწყობა მალე დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
ასფალტბეტონის საფარი სოფლის გზის ორივე მონაკვეთზე უკვე დაიგო.მათი ჯამური სიგრძე 889 მეტრია.
„პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიერთებების, გადაკვეთებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობაც.
აღნიშნულ გზის მონაკვეთებს წლებია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. შიდა საუბნო გზის ერთ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წლის წინ დაგებული ასფალტის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო შემორჩენილი, მეორეზე...
“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანაზე კონსილიუმის რეკომენდაციის გაზიარება არ აპატიეს.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არა მხოლოდ ეკატერინე ტიკარაძე, არამედ მთავრობის სრული შემადგენლობა უნდა გადადგეს.
მისი თქმით, მთავრობის გადადგომა კარგი ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ “ქვეყანაში დაიწყოს რეალური ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად”.
“მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და არა მხოლოდ ეკატერინე...
სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ძალიან ყვიროდა ტიკარაძის დუმილი იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება მას და სამთავრობო გუნდს მთლიანად 12 000 გარდაცვლილი ადამიანის გამო, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, კოვიდის მართვის კუთხით არსებული ვითარების გამო ტიკარაძე უნდა გადაეყენებინათ და უნდა გადამდგარიყო მთლიანად სამთავრობო გუნდი.
„ერთ-ერთი მთავარი ფორმულა, რომელიც ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შევთავაზეთ...
თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა. მე არ განვიხილები და არ შეიძლება ამის თქმა, რომ რამეში განვიხილები, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების შეკითხვას იგეგმება თუ არა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ღარიბაშვილის ნაცვლად მისი დანიშვნა.
კახა კუჭავას განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო 6 თვეა...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 10 დეკემბრის სხდომაზე 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტს განიხილავს.
მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მომავალ კვირის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ, რომელსაც, სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი წარადგენს.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც ბიუჯეტის პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით 332.0 მლნ ლარით არის გაზრდილი.
ბიუჯეტის საბოლოო პროექტის მიხედვით, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი, წინა ვერსიასთან...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































