რუსთავის მერიის მიმდებარედ არსებულ დეკორატიულ ქოთნებში ხის ნერგები დარგეს

307
რუსთავის მერია

რუსთავის მერიის მიმდებარედ არსებულ დეკორატიულ ქოთნებში ხის ნერგები დაირგო.

ქალაქის განახლებულ მთავარ მოედანზე “რუსთავსერვის ცენტრის” სასათბურე მეურნეობაში გამოყვანილი იშვიათი ფორმის კიპაროსის ბონსაი დარგეს.

კიპაროსის ბონსაი სანერგეში დაახლოებით 5 წლის განმავლობაში გამოჰყავდათ.

სამუშაოები “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლებმა განახორციელეს. შეგახსენებთ, რომ ქალაქში მცენარეების მოვლა-პატრონობას სწორედ აღნიშნული სამსახური უზრუნველყოფს.