კუჭავა პრემიერის შესაძლო გადადგომაზე: თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი პირდაპირ უნდა ჰკითხოთ პრემიერს

454

თუ გნებავთ სამთავრობო ცვლილებაზე საუბარი უნდა ჰკითხოთ პირდაპირ პრემიერს, ამაში პარლამენტი არ ერევა. მე არ განვიხილები და არ შეიძლება ამის თქმა, რომ რამეში განვიხილები, როდესაც ამის საფუძველი არ არსებობს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ჟურნალისტების შეკითხვას იგეგმება თუ არა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა და ღარიბაშვილის ნაცვლად მისი დანიშვნა.

კახა კუჭავას განმარტებით, ღარიბაშვილის გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო 6 თვეა ვრცელდება, თუმცა არასდროს დადასტურებულა.

“ამაზე ინფორმაციას ცდილობთ გაავრცელოთ ბოლო 6 თვეა. ხვდებით, რომ ეს ინფორმაცია არ დასტურდება. არასდროს არ ყოფილა ამაზე საუბარი და არაფერი მსგავსი არ ყოფილა, იანვარში დაგეგმილი მაქვს შემოგთავაზოთ პარლამენტის 2022 ძალიან საინტერესო სამოქმედო გეგმა, რომელზეც ვიმუშავებთ ჩემს გუნდთან ერთად პარლამენტში”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.