საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით სახელმწიფო უწყებებსა და განვითარების პარტნიორებს შორის დემოკრატიული მმართველობის თემაზე თემატური საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თანათავმჯდომარეობდნენ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე რევაზ ჯაველიძე და საქართველოში USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორი ლეა კაპლანი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინასთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და იუსტიციის სამინისტროს, საჯარო სამსახურის ბიუროს და კომუნიკაციების კომისიის...
ეკატერინე ტიკარაძე წლის ბოლომდე ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად რჩება.
გარდა ამისა, მოვალეობის შემსრულებლად რჩებიან მისი მოადგილეებიც, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად, პოსტებს მინისტრთან ერთად ტოვებენ.
საკითხზე განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, რომელიც ამბობს, რომ გუნდი თავის მოვალეობას შეასრულებს.
„როცა მინისტრი ტოვებს პოზიციას, მინისტრის მოადგილეებიც ტოვებენ პოზიციას და ახალი მინისტრი გადაწყვეტს, რა გუნდით და რა შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას.
წლის ბოლომდე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ჩვეულებრივ...
ცესკო-ს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი იცვლება. რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებში ცვლილება შევა, რომელიც უკვე მომზადებულია. პროექტით, თუ ცესკო-ს წევრის/ცესკოს თავმჯდომარის პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ასარჩევად გამართული კენჭისყრის შედეგად ყველა ვაკანსია არ შეივსო, ყველა იმ დარჩენილ კანდიდატს, რომელმაც ამ კენჭისყრისას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, ხელახლა ეყრება კენჭი. ხელახალი კენჭისყრისას...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია ზუგდიდში კრიზისს ხელოვნურად ქმნის. მისი თქმით, დღეს ვერ მოხდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. ანა წითლიძის განმარტებით, ისინი მზად არიან განიხილონ პარტია "საქართველოსთვისს" წევრების წინადადებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ იბრძოლებენ.
"ის რომ დღეს ვერ მოხდა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ...
წალენჯიხის საკრებულოს სხდომა ერთი კვირით ისევ გადაიდო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
დღეს საკრებულოს წევრებს უნდა აერჩიათ საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები და ფრაქციის თავმჯდომარეები, თუმცა სხდომა ქვირუმამდე არც მისულა და დაწყებისთანავე, პარტიების ერთობლივი შეთანხმებით შემდეგ გადაიდო.
სხდომის გადადების შესახებ განცხადების გაკეთება გახარიას პარტიამ საკუთარ თავზე აიღო და გადადების აუცილებლობის მიზეზი განმარტა. მათი მტკიცებით, ისინი კოალიციაში არცერთ პარტიასთან არ შედიან. მათივე განცხადებით, რადგანაც უმრავლესობით საკრებულოში...
ხაშურში საახალწლო მორთულობების შესაძენად 70 000 ლარი დაიხარჯება. ხაშურის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ის აქსესუარები უნდა შეიძინოს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული.
,,ქალაქგაფორმებითი სამუშაოები'' ახალწლამდე 10 დღით ადრე უნდა დასრულდეს - ასეთია ხაშურის მერიის გეგმა.
წინა სტატია
სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ დმანისის საკრებულოში მისული დეპუტატი - რამიზ რამაზანოვი ამბობს, რომ აპირებს მუშაობა დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელოს. ის ცოტა ხნის წინ საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარე კი "ქართული ოცნების" კანდიდატი, პაატა ყულიაშვილი გახდა. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
რამაზანოვი ამ დრომდე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო. მისი დღევანდელ სხდომაზე დასწრება ავტომატურად ნიშნავდა, რომ ის ოპოზიციის ბოიკოტს არ შეუერთდა, შესაბამისად...
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულოს დროებითი სამანდატო კომისიის თავმჯდომარე სანდრო სორდია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს იმაში, რომ უკვე მეორე სხდომაა ვერ ირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს. განუცხადა მან ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც კვორუმის არარსებობის გამო, წარმომადგენლობითი ორგანოს შეკრება ისევ ერთი კვირით გადაიდო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
სანდრო სორდიას თქმით, პროცესი ვერ მივიდა კანდიდატების დასახელებამდე და კენჭისყრამდე, რადგან ენმ გარკვეული პროცედურული საკითხების შემდგომ, ტოვებს სხდომათა დარბაზს.
"ნაციონალურმა...
2020 წლის ნოემბრიდან დღემდე გორის მუნიციპალიტეტში სკოლის მიღმა 92 ბავშვი დარჩა. ამის შესახებ, ინფორმაცია განათლების სამინისტრომ გორის მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილებას მიაწოდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“აქედან რამდენიმე შემთხვევაში ბავშვები მშობლებთან ერთად იმყოფებიან საზღვარგარეთ, რამოდენიმე ბავშვის იდენტიფიცირება ვერ მოვახდინეთ. შესრულებული სამუშაოს შედეგი გადაეგზავნა როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ასევე გორის ადგილობრივ რესურსცენტრს” , – აღნიშნულია მერიის ბავშვთა დაცვის განყოფილების ანგარიშში.
მათივე...
სენაკში საკრებულოს სხდომა დღეს კიდევ ერთხელ, ერთი კვირით გადაიდო.
დღევანდელსხდომაზე 8 წევრი არ გამოცხდადა, აქედან 4 პარტია „საქართველოდან“ და 4 – „ნაციონალური მოძრაობიდან“, შესაბამისად, ვერ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე.
საკრებულოს სხდომა 17 დეკემებრს, 12:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების დანიშვნა გრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.
ბახვის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბერ მგელაძე; დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული – ლაშა გოგოტიშვილი; ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული – ნანა წითლიძე; თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული – ვალერი ჩხაიძე; შრომის ადმინისტრაციული ერთეული – ვეფხვია სიხუაშვილი.
„კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის წარმომადგენლების დანიშვნაზე უკვე მივიღე. მათი...
გორში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მერიის ცნობით, ამ ეტაპზე, გზის სავალ ნაწილზე ასფალტბეტონის მეორე ფენას აგებენ.
პროექტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება, 665 მეტრი გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
“ინტენსიური ცვეთისა და ნალექების წყლის დინების შედეგად, გზის სავალი ნაწილი და ტროტუარები დაზიანებული იყო და ვერ უზრუნველყოფდა როგორც ტრანსპორტით, ასევე ფეხით მოსიარულეთა კონფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას”...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ანა წითლიძემ განაცხადა, რომ შექმინილი კრიზისის პირობებში პარტია მზადაა განიხილოს ყველა წინადადება გიორგი გახარიას პარტიასთან, თუ პარტია რეალურად მზადაა კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ის რომ დღეს ვერ აირჩა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე პოლიტიკური პასუხისმგებლობა პირდაპირ ეკისრება "ქართულ ოცნებას" და სისხლის სამართლის დამნაშავე მირანდა მესხს, რომელმაც ჩვენ დაგვაკარგვინა სრული უმრავლესობა, როცა წაგვართვა გამარჯვება მაჟორიტარულ ოლქში და...
2022 წლის იანვრის ბოლომდე, კახეთის სამ მუნიციპალიტეტში, საბავშვო ბაღები არ გაიხსნება.
გადაწყვეტილება, თელავის, ყვარლის და გურჯაანის ბაგა- ბაღების გაერთიანებებმა, მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, ჯანდაცვის უწყებების რეკომენდაციების საფუძველზე მიიღეს. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნონა დავითაშვილი, რადიო ჰერეთთთან ადასტურებს, რომ მიმდინარე წელს, ბაღები აღარ გაიხსნება.
”გვინდოდა დეკემბერში აღსაზრდელები ისევ მიგვეღო, თუმცა რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პროცესი მიმავალ წლამდე...
საქართველოში ადგილობრივ დონეზე ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიზნით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან და საქართველოს ცამეტ მუნიციპალიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ათეა-ს პრეზიდენტთან და თბილისის მერთან – კახა კალაძესთან ერთად, დოკუმენტებს ჩოხატაურის, ოზურგეთის, წყალტუბოს, ზესტაფონის, დედოფლისწყაროს, ბოლნისის, დმანისის, ასევე, მარნეულის, თეთრიწყაროს, წალკის, ონისა და ბორჯომის თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა მოაწერეს ხელი.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის...
ა(ა)იპ ახალციხის ციხის დირექტორად გიორგი ნათენაძე დაინიშნა. იგი უფლება–მოვალეობის შესრულებას 9 დეკემბრიდან შეუდგა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„გიორგი ნათენაძეს კერძო სექტორსა და ტურიზმის სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, წარმატებით ხელმძღვანელობს სხვადასხვა აგროტურისტულ პროექტს სამცხე-ჯავახეთში. მან, 2008 წელს პირველი ტურისტული ორგანიზაცია „მესხეთის ტურები“ დააფუძნა, არის ხიზაბავრის ისტორიული ტერასების აღდგენისა და ვაზის იშვიათი ჯიშების მოძიებისა და აღდგენის იდეის ავტორი, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































