ოზურგეთის მერმა სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა

755

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლების დანიშვნა გრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, სოფლებში მერის წარმომადგენლები დანიშნა და მათთან ადმინისტრაციული ხელშეკრულებები გააფორმა.

ბახვის ადმინისტრაციული ერთეული – კახაბერ მგელაძე; დვაბზუს ადმინისტრაციული ერთეული – ლაშა გოგოტიშვილი; ლიხაურის ადმინისტრაციული ერთეული – ნანა წითლიძე; თხინვალის ადმინისტრაციული ერთეული – ვალერი ჩხაიძე; შრომის ადმინისტრაციული ერთეული – ვეფხვია სიხუაშვილი.

„კიდევ ხუთ სოფელში საკადრო გადაწყვეტილებები მერის წარმომადგენლების დანიშვნაზე უკვე მივიღე. მათი საქმიანობის შეფასების მთავარი კრიტერიუმები იქნება უშუალო კომუნიკაცია მოქალაქეებთან; პრობლემების დროული დამუშავება და მოგვარებაზე ზრუნვა, ასევე, სოფლებისთვის საჭირო მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობა, “ – თქვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.