ხაშურში საახალწლო მორთულობების შესაძენად 70 000 ლარი დაიხარჯება. ხაშურის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ ის აქსესუარები უნდა შეიძინოს, რომელიც ფოტოზეა გამოსახული.
,,ქალაქგაფორმებითი სამუშაოები” ახალწლამდე 10 დღით ადრე უნდა დასრულდეს – ასეთია ხაშურის მერიის გეგმა.