რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები ახორციელებენ. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.
სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე მერიის წინ ცენტრალურ მოედანს რთავს.
ცნობისთვის, განათებები უკვე განთავსდა კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნებზე და ასევე შარტავას გამზირზე შუა გამყოფ ზოლზე.
შეგახსენებთ, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების დამონტაჟების სამუშაოებს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში "რუსთავსერვის ცენტრი" ახორციელებს.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში, ერთ-ერთი გამარჯვებული სამეგრელოზე მომზადებული ვიდეო გახდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდეორგოლში ნაჩვენებია რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი და მათი ღირსშესანიშნაობები. აქ ნახავთ მარტვილის კანიონს, მონასტერს, ნოქალაქევს, დადიანების სასახლეს. ასევე, ვიდეოში აღნიშნულია მეგრული სამზარეულო და ადგილობრივი ფოლკლორი.
სულ კონკურსმა 10 გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოავლინა.
ვიდეო მომზადდა" USAID/Georgia The USAID Economic Security Program-ის" დახმარებით.
https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/posts/4563827157000564
ადგილობრივი თვითმმართველობის დაკვეთით დიდვაკეში მრავალბიანი კორპუსის აივნების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ხის აივნების მოხსნის შემდეგ შენობის კედლიდან წვიმის დროს ჩამოსულმა წყალმა თითქმის ყველა მობინადრე დააზარალა. თუმცა, ზოგი მათგანი ამბობს, რომ ზარალი გაკეთებულთან შედარებით უმნიშვნელოა. ინფორმაციას "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს.
დიდვაკელები შიშობენ, რომ რამდენიმე მობინადრესგან გავრცელებული, წვიმისგან დაზიანებული ბინის კადრების გავრცელების გამო, ხელისუფლებისგან ბინის სრულ რეაბილიტაციას ვეღარ მოითხოვენ.
დიდვაკეში სამსართულიანი ბინის აივნებს სამშენებლო კომპანია „TU-KA“...
საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 ათას ლარამდე დაიხარჯება, ამჯერადაც ქალაქის მორთულობაზე შპს „აჭარგანათება“ იზრუნებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
როგორც "აჭარის ტელევიზია" წერს, ბოლო 9 წელია აღნიშნული შპს უკონკურენტოა, მხოლოდ აჭარგანათებაა ის კომპანია, რომელიც მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობს და იმარჯვებს კიდეც.
რატომ ვერ მონაწილეობენ ტენდერში სხვა კომპანიები? აქვს თუ არა მერიას კონკრტული პირობებები აჭარგანათებაზე მორგებული და რა წერია აუდიტის...
თელავში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განაცხადა, საახალწლოდ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
“საახალწლოდ როგორც ქალაქ თელავში, ასევე სოფლებში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. გვინდა არსებული რესურსით გავალამაზოთ და განსხვავებულად შევხვდეთ ახალ წელს თელავში.
ამჟამად ქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს, ასევე სოფლებში იგეგმება კონკრეტული ადგილების მორთვა, დეკემბერი იქნება დატვირთული კონცერტების სიმრავლით და ახალ...
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მისი გადადგომა არანაირი პროტესტი არ ყოფილა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არ არსებობს.
იგი დღეს კამერების წინაშე გამოჩნდა, თუმცა, გადადგომის მიზეზებზე არ ისაუბრა და ღიად დატოვა კითხვა დაიწყო თუ არა უკვე კონსულტაციები მის შემცვლელთან დაკავშირებითაც.
"არანაირი პროტესტი არ ყოფილა, ამის საფუძველი არ არსებობს და საერთოდ, პროტესტი არის დესტრუქცია. მოვუწოდებ ზოგადად საზოგადოებას, არ მიმართონ არანაირ პროტესტის ფორმას....
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბაღებში არდადეგები 31 დეკემბრიდან დაიწყება და 17 იანვრამდე გაგრძელდება.
რაც შეეხება სკოლებს, როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება.
სკოლები მუშაობას, ბაღების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.
მივმართავთ პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს საკრებულოების წევრთა საქმიანობის გამჭვირვალობის გაზრდას, კერძოდ ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტ საბჭოს წევრებმა და დეპუტატებმა პარლამენტში დააინიცირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყველა გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას ღია კენჭისყრით, მათ შორის, პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების...
ტყიბულის სოფელ სოჩხეთში 37.2 6ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტირების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ სოჩხეთში 37.26ჰა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოების ჯამური ღირებულება 134 120 ლარს შეადგენს, საიდანაც სახელმწიფო პროგრამის თანადაფინანსება შეადგენს 93 139 ლარს, ხოლო 40 981 ლარი ბენეფიციარის – შპს „გრინჰილის“ თანამონაწილეობაა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 14.50ჰა...
საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება ბაღებს, განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.
მთავრობამ "ნიკორას" ახალი საწარმოსთვის მიწა 1 ლარად გადასცა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
როგორც მთავრობის...
31 დეკემბრის ღამეს, ქუთაისში გალაკონცერტი ფეიერვერკით დასრულდება. მერია ღონისძიებაში 30 000 ლარს დახარჯავს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ქუთაისის მერიას 2022 წლის შესახვედრად 11 ღონისძიება აქვს დაგეგმილი. მათი უმრავლესობა საბავშვოა. 31 დეკემბერს გაიმართება ბერიკების თეატრალური წარმოდგენა, კოსტიუმირებული პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების მონაწილეობით საბავშვო დადგმა, საცირკო წარმოდგენა ბავშვებისთვის, დრამერების შოუ-მსვლელობა, სანტაკლაუსების კოსტუმირებული ველომსვლელობა და გოზინაყის დამზადება. ახალი წლის ღამეს დაგეგმილია გალა-კონცერტიც, რომლის მონაწილეთა ვინაობა,...
ქუთაისის მერია მათ სარგებლეობაში არსებული ავტომობილების რეცხვაში 15 210 ლარს იხდის.
ამ მიზნით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია საკრებულოსა და მერიის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული 14 ერთეული ავტომობილი (7 ჯიპი, 7 სედანი) კვირის ნებისმიერ დღეს, დილის 8:00 საათიდან 22:00 საათამდე დაასუფთაოს.
ასევე, გამარჯვებულ კომპანიას, უნდა შეეძლოს ერთდროულად სამი ავტომობილის გარეცხვის ტექნიკური შესაძლებლობა, ასევე, აუცილებელია დასუფთავება განხორციელდეს მაღალი სარეცხი საშუალებებით.
ზესტაფონის წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოები აქტიურად გრძელდება, რომლის დასრულების შემდეგ, წყალმომარაგების კომპანია სისტემების მშენებლობას დაიწყებს.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 21 მილიონამდე ლარის ინვესტიცია გამოიყო.
როგორც წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, ქალაქის ძირითადი ნაწილი წყალმომარაგების შეზღუდული გრაფიკითა და საუბნო ჭებით სარგებლობს. არსებული მაგისტრალური მილი კი ამორტიზებულია და ინფრასტრუქტურის განახლებას საჭიროებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების,...
საქართველოს პარლამენტის მსგავსად, უმრავლესობისა და ოპოზიციის ცნებები მუნიციპალიტეტების საკრებულოებშიც იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
ცვლილებების მიხედვით, ახალარჩეული საკრებულოს პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა, ბიუროს წარედგინება სრული შემადგენლობის უმრავლესობის ხელმოწერით დადასტურებული საკრებულოს უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც იგი რეგისტრაციაში გაატარებს.
პროექტით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის წევრი, რომელიც არ შედის საკრებულოს უმრავლესობაში, განეკუთვნება საკრებულოს – ოპოზიციას.
ცვლილებები ეხება საკრებულოს...
განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავებისას, ასევე მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში გამწვანების პროექტის წარდგენა სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები: მაია ბითაძე, ხატია წილოსანი, გოგი მეშველიანი, ირაკლი ხახუბია, ბექა დავითულიანი, ლევან ქარუმიძე და დავით კაჭარავა არიან.
ინიციატორები განმარტავენ, რომ ამ ვალდებულების გაჩენამ გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა უზრუნველყოს:...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































