მთავრობამ “ნიკორას” ახალი საწარმოსთვის მიწა 1 ლარად გადასცა, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, თბილისში, ხორცპროდუქტების ახალი საწარმო ამოქმედდება, სადაც 300-მდე ადამიანი დასაქმდება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შპს „ნიკორას“ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა თბილისში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობები.
როგორც მთავრობის პრესსამსახურში აცხადებე, ხორცის გადამამუშავებელი ახალი საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტების უახლესი დანადგარებით და მის მშენებლობა-აღჭურვაში 15 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
ცნობისთვის, მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა.