რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს

302
რუსთავის მერია

რუსთავში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. სამუშაოებს ა(ა)იპ “რუსთავსერვის ცენტრის” თანამშრომლები ახორციელებენ. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს.

სამსახურის ტექნიკური ჯგუფი ამ ეტაპზე მერიის წინ ცენტრალურ მოედანს რთავს.

ცნობისთვის, განათებები უკვე განთავსდა კოსტავას გამზირზე არსებული საცხოვრებელი სახლების აივნებზე და ასევე შარტავას გამზირზე შუა გამყოფ ზოლზე.

შეგახსენებთ, საახალწლო ილუმინაციებისა და დეკორაციების დამონტაჟების სამუშაოებს რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში “რუსთავსერვის ცენტრი” ახორციელებს.