საქართველოს მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 2021 წლის 30 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება ბაღებს, განათლების სამინისტროს ცნობით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ისინი 30 დეკემბერს იმუშავებენ, 31 დეკემბრიდან კი არდადეგები დაიწყება. ბაღები მუშაობას, სკოლების მსგავსად, 2022 წლის 17 იანვრიდან განაახლებენ.