მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში, სამეგრელოზე მომზადებულმა ვიდეომ გაიმარჯვა

463

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონკურსში, ერთ-ერთი გამარჯვებული სამეგრელოზე მომზადებული ვიდეო გახდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვიდეორგოლში ნაჩვენებია რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტი და მათი ღირსშესანიშნაობები. აქ ნახავთ მარტვილის კანიონს, მონასტერს, ნოქალაქევს, დადიანების სასახლეს. ასევე, ვიდეოში აღნიშნულია მეგრული სამზარეულო და ადგილობრივი ფოლკლორი.

სულ კონკურსმა 10 გამარჯვებული ვიდეორგოლი გამოავლინა.

ვიდეო მომზადდა” USAID/Georgia The USAID Economic Security Program-ის” დახმარებით.

https://www.facebook.com/GeorgianNationalTourismAdministration/posts/4563827157000564