წინა სტატია ბაკურიანში მრავალსართულიანი ავტოსადგომის მოწყობაზე გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა. ტენდერი, რომლის ღირებულებაც 14.5 მილიონი ლარი იყო, 23 მარტს გამოცხადდა. ინფორმაციას gbc.ge ავრცელებს. ტენდერში 3 კომპანია მონაწილეობდა: შპს „ჯავა“, რომელსაც შეთავაზებაში 25 მილიონ 846 478 ლარი ჰქონდა, შპს „ბლექ სი გრუპი“ – 18 მილიონ 281 405 ლარიანი შეთავაზებით და „ბილდ ინდუსტრი“ - 12 მილიონ 147 949 ლარის შეთავაზებით. სამივე კომპანიამ დისკვაფიკაცია მიიღო. ტენდერი მუნიციპალური ფონდის მიერ იყო...
ანაკლიაში მცხოვრებმა 26-მა მოქალაქემ ზუგდიდის მერს სკვერის და საზოგადოებრივი საპირფარეშოს აშენების თხოვნით მიმართა. შესაბამისი წინადადება სამოქალაქო საბჭომ შეიმუშავა, რომელიც ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ არის ჩამოყალიბებული. ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. ანაკლიელების თქმით, ადმინისტრაციულ ერთეულში, გარდა ტურისტულად აქტიური ზონებისა, არაფერი კეთდება მოქალაქეების საკეთილდღეოდ. „მოსახლეობა მზად არის შრომაც გაიღოს, რომ შევქმნათ ლამაზი პარკი, სადაც ახალგაზრდები და ხანდაზმულები დასვენებას შევძლებთ“, - ამბობს მაია ბულია. საპასუხოდ ზუგდიდის...
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და დაფინანსების ახალი წესის ფარგლებში, ნუცუბიძის ქ. N36-ში მდებარე N2 და კანდელაკის ქუჩაზე, მე-16 კორპუსის სადარბაზოების რემონტი დასრულდა. საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, გამგეობამ ეს სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. ორივე პროექტის ღირებულება 24 415 ლარია. ამხანაგობამ კი, შეგროვებული თანხით, ნუცუბიძის N2 კორპუსის ეზოს გამწვანების სამუშაოები დაიწყო, რადგან დაფინანსების ახალი წესის თანახმად, ამხანაგობას ეკისრება ვალდებულება, დაფინანსებული სამუშაოების ღირებულების არანაკლებ 10%-ის...
წინა სტატია კახეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. კახა კალაძის განცხადებით, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და დათქმულ ვადაში დასრულდება. "უკვე ჩატარდა მიწისქვეშა სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე და საკანალიზაციო  სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართული იყო კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რომელმაც სარეაბილიტაციო მონაკვეთში წყალგაყვანილობის ქსელის მოსაწესრიგებლად, ორი მილიონი ლარი დახარჯა.  ამჟამად,  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მომავალ წელს კი, თავისი  გზაგამყოფებით,  მწვანე ნარგავებითა და  განათების...
წინა სტატია გორში გურამიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, იმ მოვაჭრეებს ააღებინეს გასაყიდი საქონელი, რომლებიც თვითნებურად მაინც აგრძელებდნენ ვაჭრობას. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. პოლიციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები სიტყვიერად გააფრთხილეს. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ სავაჭროდ სხვა ადგილი არ აქვთ. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის განცხადებით, გორში საკრებულოს მიერ განსაზღვრული ადგილების გარდა, გარევაჭრობა ყველგან აკრძალულია. კობა კლიმიაშვილი ამბობს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება პოლიციის თანამშრომლებს ევალებათ. შეგახსენებთ, რომ მერიის ზადამხედველობის სამსახურის...
აჭარაში სამ ობიექტს, 2018 წლის 21 ივნისის ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. აჭარაში სამ ისტორიულ შენობას მარანს, ნაეკლესიარსა და ჯამეს ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მარანი ხელვაჩაურში, სოფელ ქვემო ჩიქუნეთში მდებარეობს, ნაეკლესიარი ხულოში, ჯამე კი ღორჯუმში.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში ნარჩენების მართვას იწყებს. მუნიციპალატეტის კეთილმოწყობის სამსახურმა სოფელ ომალოში ორი ნაგვის მანქანა და 50-მდე ურნა აიტანა. ინფორმაციას "კახეთის ხმა" ავრცელებს. როგორც ახმეტის მერის მოადგილემ, ვაჟა ნასყიდაშვილმა განაცხადა, ურნების განთავსება სხვა სოფლებშიც იგეგმება. „ამ ეტაპზე თუშეთში ნაგვის 48 ბუნკერი ავიტანეთ. უახლოეს მომავალში ურნების განთავსება თუშეთის დანარჩენ სოფლებშიც იგეგმება, რაც დასუფთავების სერვისისა და ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს....
მარნეულის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების თავშესაფარში გადაყვანისათვის 16 949 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტი აღნიშნული სახის ტენდერს უკვე მეორედ აცხადებს, პირველ ჯერზე ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმე გიორგი მაღლაფერიძემ გაიმარჯვა, რომელმაც 125-მდე ძაღლი ოზურგეთის თავშესაფარში გადაყავდა და შესაბამისი პროცედურების შემდგომ, მათი გარკვეული რაოდენობა ისევ უკან დააბრუნა. 21 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, პირობები წინა ტენდერის თითქმის იდენტურია, განსხვავება მხოლოდ ძაღლების რაოდენობასა...
წინა სტატია ქუთაისში დედაენის თემაზე შექმნილი ნახატი დააზიანეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. უცნობმა პირებმა ნახატი დააზიანეს და ზედ სხვადასხვა შინაარსის წარწერები დაიტანეს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. ქუთაისში ხშირად ხდება ვანდალური ფაქტები, თუმცა არც ერთ შემთხვევაში დამნაშავის გამოვლენა არ მომხდარა. ნახატი დედაენის დღესთან დაკავშირებით "მონ პლეზირის" თაღის მერიის და ზურაბ ჟვანიას ადმინისტრირების სკოლის მხარდაჭერით შეიქმნა.  
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში, ასევე, მდინარე ზანის პირას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე და მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, საზაფხულო დასასვენებელი ადგილები მოეწყობა.ინფორმაციას "ლაივპრესი" ავრცელებს. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დასასვენებელი ადგილების მოწყობა გულისხმობს სახლ-მუზეუმის ეზოში უფასო ინტერნეტს, მდინარის ნაპირის მოწესრიგებას, საბანაო და პიკნიკისთვის ადგილების მოწყობას. ასევე, ღამის განათებების დამონტაჟებას. მერიის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე დასასვენებელი ადგილების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში...
თემურ ჭყონია ქუთაისის ცენტრში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს. ბიზნესმენი, ამჯერად ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას აპირებს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. მუზეუმის ტერიტორიის შეძენაზე, რომელიც სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ქუთაისი პოსტმა "ამერიკული სასტუმროების ჯგუფის" დირექტორის, თემურ ჭყონიას მიერ ქონების მართვის სააგენტოსთვის მიწერილი წერილი მოიპოვა. წერილის მიხედვით, საინვესტიციო ჯგუფი, სააგენტოს...
euronews-მა ძველი თბილისის შესახებ, გადაცემა „ღია ბარათის“ ფარგლებში, სიუჟეტი მოამზადა სახელწოდებით "ძველი თბილისი: ხიდი ანტიკურობასა და თანამედროვეობას შორის". ინფორმაციას imedinews-ი ავრცელებს. ავტორის თქმით, თბილისში თანამედროვეობა და ანტიკური ისტორია ერთმანეთისგან მცირე მანძილით არის დაშორებული და ამის მაგალითად მშვიდობის ხიდი მოჰყავს. სიუჟეტში დედაქალაქის დაარსების ისტორიაც არის წარმოდგენილი და ნაჩვენებია ის ადგილი, სადაც ლეგენდის მიხედვით, ვახტანგ გორგასალმა ხოხობზე ნადირობისას წყალში დამხრჩვალი საკუთარი მიმინო იპოვა. https://www.youtube.com/watch?v=H42HmaCcC9I&feature=youtu.be
წინა სტატია საზაფხულო ბაღები გორში უკვე შერჩეულია. ქალაქის ცენტრში, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებში არსებული სკოლამელი აღზრდის დაწესებულებები მიმდინარე წელს, 26 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მანამდე კი ერთი თვის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში, მშობლებმა სააგენტოს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში უპირატესობა დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს მიენიჭებათ. ,,რეგისტრაცია...
თბილისის მერიის ცხოვლეთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ზოგიერთი აქტივისტი რეორგანიზაციის შემდეგ სააგენტოდან გათავისუფლებულ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის დისკრედიტაციას ცდილობენ. "ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი...
გორში ბიო ტუალეტები არ გვჭირდება, დაგეგმილია სამი საზოგადოებივი საპირფარეშოს მოწყობა - ამის შესახებ "რადიო მოზაიკას“ გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა აცნობა. ზურა ჯალაღანიას გნმარტებით, აღნიშნული მიმართულებით გრანტი უკვე არსებობს და სამუშაოები შემოდგომისთვის დაიწყება. "პროექტი უკვე არსებობს და სამუშაოებიც მალე დაიწყება. ერთი საპირფარეშო იქნება 26 მაისის სანაპიროზე, ტურისტული ცენტრი სადაც კეთდება, მეორე - ახალბაღის ტერიტორიაზე, მესამე კი გორის ციხესთან. იცით ალბათ, რომ გრანტი...
ქობულეთის მერიაში შშმ პირმა ლეილა მენაღარიშვილმა ეტლის შესაძენად და სოფელ მუხაისტატეში გზის მოსაწესრიგებლად განცხადება 31 მაისს შეიტანა. შემთხვევიდან 26 დღის შემდეგ თვითმმართველობაში მხოლოდ ერთი კორესპოდენცია იძებნება, მეორე კი გაქრა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. სად წავიდა წერილი?  ლეილა მენაღარიშვილი ამბობს, რომ წერილი მერიაში მისმა მეგობარმა მიიტანა და კანცელარიაში დატოვა.  ერთი ასლი კი სახლში აქვს შენახული. ის ეტლის შესაძენად თანხის გამოყოფას მერს მირიან ქათამაძეს სთხოვს. ''რამდენიმე თვეა დავიწყე მუშაობა ბათუმში, თავისუფალ სივრცეში მენეჯერის თანაშემწედ....

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ