თბილისის მერიის ცხოვლეთა მონიტორინგის სააგენტო განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ზოგიერთი აქტივისტი რეორგანიზაციის შემდეგ სააგენტოდან გათავისუფლებულ რამდენიმე თანამშრომელთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის დისკრედიტაციას ცდილობენ.
“ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგეგმილი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროცესებს უფრო სრულყოფილს გახდის და ეს საბოლოო ჯამში ჩვენს დედაქალაქში ცხოველების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს თუ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესში და სააგენტოსთან ერთად ზრუნავს მათზე”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.