კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში დასასვენებელი ადგილები კეთდება

1783

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში, კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმის ეზოში, ასევე, მდინარე ზანის პირას, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე და მდინარე აბაშის ხიდის მარცხენა მხარეს, საზაფხულო დასასვენებელი ადგილები მოეწყობა.ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, დასასვენებელი ადგილების მოწყობა გულისხმობს სახლ-მუზეუმის ეზოში უფასო ინტერნეტს, მდინარის ნაპირის მოწესრიგებას, საბანაო და პიკნიკისთვის ადგილების მოწყობას. ასევე, ღამის განათებების დამონტაჟებას.

მერიის განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე დასასვენებელი ადგილების მოწყობის სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.