საზაფხულო არდადეგებზე გორში 3 საბავშვო ბაღი იმუშავებს

983

წინა სტატია

საზაფხულო ბაღები გორში უკვე შერჩეულია. ქალაქის ცენტრში, კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებებში არსებული სკოლამელი აღზრდის დაწესებულებები მიმდინარე წელს, 26 ივლისიდან 14 სექტემბრის ჩათვლით იმუშავებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

მანამდე კი ერთი თვის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში, მშობლებმა სააგენტოს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართონ. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის განმარტებით, საზაფხულო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში უპირატესობა დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს მიენიჭებათ.

,,რეგისტრაცია 20 ივნისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. 20-ივლისის შემდეგ უკვე აღარ მოხდება ბაშვის საბავშვო ბაღში მიღება. ამიტომ, მშობელს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება ზაფხულის არდადეგებზეც, უნდა იჩქაროს და დარეგისტრირდეს. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ მოასწრებენ რეგისტრაციის გავლას, სამწუხაროდ ბაღები შეივსება და მეტის საშუალება აღარ გვექნება“, – ამბობს ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი.