ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერისტეტის მოსაწყობად, სადაც სტუდენტები ერთ წელიწადში უნდა მიიღონ, სამშენებლო სამუშაოები ახლა დაიწყო. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ფონდ "ქართუს", რომელიც სამუშაოებს აფინანსებს, ჯერ კიდევ სამი თვის წინ არ ქონდა შემუშავებული არქიტექტურული პროექტის საბოლოო ვერსია.
"ქართუში" არ თვლიან, რომ სამუშაოები გაჭიანურდა, თუმცა, მოესწრება თუ არა დათქმულ ვადაში უნივერსიტეტისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ამას დაზუსტებით ვერ ამბობენ.
"გეგმა ასეთია, რომ სწავლა დაიწყოს 2019 წლის სექტემბერში, თუმცა, მე არ შემიძლია ამის პირობა მოგცეთ,...
ქუთაისის ოცხელის სახელობის მეორე საჯარო სკოლის ფოიეში ჭერი ჩამოინგრა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, შემთხვევა 6 ივლისს, 18:10 საათზე მოხდა, რა დროსაც სკოლაში ის და რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდნენ, თუმცა არავინ დაშავებულა.
"კონსტრუქცია არის დარღვეული. რამ გამოიწვია ჩამონგრევა, ამ წუთში არ ვიცი. დავრეკეთ გუშინვე სამუშაოების შემსრულებელ ფირმასთან. დღეისთვის დაგვპირდნენ, რომ მოვიდოდნენ, ნახავდნენ და აღადგენდნენ დაზიანებულ ნაწილს. ველოდებით, წესით...
წინა სტატია
ქუთაისის #17 საბავშვო ბაღში, სადაც ქვეწარმავლები იპოვეს, რეაბილიტაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
საბავშვო ბაღის ფილიალის ხელმძღვანელი ნინო ბერაძე ამბობს, რომ შენობაში აზომვითი სამუშაოები უკვე ჩატარდა, რომლის შემდეგაც ბაღების გაერთიანებამ სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უნდა გამოაცხადოს.
შეგახსენებთ, რომ #17-ე საბავშო ბაღში, ორ თვის წინ, ქვეწარმავლების ნახვის შემდეგ, ოთახებსა და შესასვლელში კედლები რეკონსტრუქციის მიზნით გაასუფთავეს. სამუშაოები სწორედ იმ დროს უნდა დაწყებულიყო. მაშინ გაერთიანებაში განმარტავდნენ, რომ შენობას კოსმეტიკურ...
თუშეთში ტურისტული საინფორმაციო პუნქტი გაიხსნა, რომელიც მიზნად ისახავს სერვისების გაუმჯობესებასა და მდგრადი ტურიზმის ხელშეწყობას. საინფორმაციო პუნქტის ერთ-ერთი ფუნქცია იქნება მოხალისეობაზე დაფუძნებული ფინანსური თანამონაწილეობის პრაქტიკის გაცნობა თუშეთში ჩასული ტურისტებისა, თუ ვიზიტორებისათვის. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
გახსნის დღეს საინფორმაციო პუნქტს ბელორუსიელი მოგზაურები ეწვივნენ, რომლებმაც პირველი ფინანსური დახმარება გაიღეს. ჯგუფმა საჩუქრად მიიღო პროექტის ფარგლებში დამზადებული თუშეთის ტურისტული რუკები.
პროექტის მსვლელობის ორი თვის განმავლობაში, ტურისტული საინფორმაციო პუნქტი...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში ძველი ისტორიული უბნებისა და ღვინის მარნების კეთილმოწყობა-რეაბილიტაცია იგეგმება. მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი სპეციალისტის თამაზ მარკოზაშვილის ინფორმაციით, სამუშაოებს სამშენებლო ფირმა „არსი“ განახორციელებს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
"სოფელში შემორჩენილია მე-XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები,რომლებიც ყურადღებას იქცევს ლამაზი ფასადებით და სხვადასხვა არქიტექტურული ფრაგმენტებით. მათი შენარჩუნება და რეაბილიტაცია მნიშვნელოვანია ტურისტების მოზიდვის მიზნით და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით....
განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით ადრეული და სკოლამდელი აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდული დამტკიცდა. აღნიშნული ბრძანება აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებას ითვალისწინებს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ტრენინგ-მოდული შედგება 33 სესიისგან, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის 2 საათი.
ტრენინგ-მოდული შეფასდება 100-ქულიანი სისტემით. წარმატებით გასავლელად მონაწილემ მინიმუმ 60 ქულა უნდა დააგროვოს, გარდა ამისა უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-ს. ამის შემდეგ აღმზრდელს სერტიფიკატი გადაეცემა.
ტრენინგ-მოდულის გავლა, საქართველოს მასშტაბით, 600-მდე აღმზრდელს...
2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამფითეატრი გაიხსნა, რომლის რეაბილიტაციაზეც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 449 999 ლარი დაიხარჯა. „ღია ესტრადა“ 2015 წლის 17 დეკემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგებელმა, დღეს უკვე "ქართული ოცნების" დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარა.
Facebook-გვერდზე "ფლანგვის დეტექტორი", რომელიც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ და უყარიათო ხარჯვის შესახებ პოსტებს აქვეყნებს, ამფითეატრთან დაკავშირებით წერს, რომ გარემონტებულ ამფითეატრში მხოლოდ ორი ღონისძიება (ორივე კობა ლურსმანაშვილის საარჩევნო შეხვედრა იყო 2016 წლის 17 სექტემბერს და...
წინა სტატია
ჭუბერის ხეობის ცენტრში ამ წუთებში მძიმე ტექნიკა მუშაობს და მდინარე ნენსკრას კალაპოტს ხიდის კონსტრუქციის განთავსებისთვის ამზადებენ. კალაპოტთან იყრება დიდი ზომის ლოდები, რათა წყლის დინების მომატების შემთხვევაში კონსტრუქცია არ დაზიანდეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ადგილზე იმყოფებიან გზების დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლები, ასევე სამხედროები.
დროებითი ხიდის მონტაჟი 4 დღეში უნდა დასრულდეს და ის მდინარე ნენსკრას ორ მხარეს ერთმანეთთან დააკავშირებს. ხიდი სწორედ...
წინა სტატია
ყვარელის მუნიციპალიტეტში II ყოველწლიური ფორუმი „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“ მიმდინარეობს.
ღონისძიება ზაზა გაბუნიამ გახსნა. „დაარსებიდან სულ რაღაც 3 თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე ძალიან გაიზარდა კოორდინაციის ხარისხი თვითმმართველობის საკითხებზე პარლამენტს, მთავრობასა და თვითონ თვითმმართველობებს შორის. ფორუმის მიზანია, იყოს მაღალი დონის საკონსულტაციო მექანიზმი, თვითმმართველობებმა დასვან კითხები, მიიღონ პასუხები, გაიზიარონ გამოცდილება, დასახონ სამომავლო გეგმები და განსაზღვრონ შესასრულებელი ამოცანები, ევროპული პრაქტიკის...
8-9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტში "სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის" II ფორუმი გაიმართება, რომლის ინიციატორიც საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტია.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეები, სამინისტროების წარმომადგენლები, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ისაუბრებენ თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე, კერძოდ: სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე მუნიციპალიტეტებში, თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გადაცემის საკითხზე (სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია), ახალგაზრდული...
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
საბჭოს შემადგენლობაში შშმ პირები, მათი ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნლები შევლენ. საკრებულო ამ ეტაპზე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან, მშობლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად საბჭოს დებულებაზე მუშაობს. აღნიშნულ საკითხზე დღეს თელავში, მშობელთა მხარდაჭერის ცენტრის ოფისში იმსჯელეს.
შშმ პირების მშობელთა კავშირ ,,ლამპარის“ წარმომადგენელ ნინო ხუციშვილის განცხადებით, მსგავსი საბჭოს...
ვერაზე, კერესელიძის ქუჩაზე, ქვაფენილიანი გზის კაპიტალური მშენებლობა მიმდინარეობს.
ამორტიზებულ რიყის ქვის გზას, რომელიც რამდენიმე ათეული წელია არ შეკეთებულა, ბაზალტის ქვის გზა ჩაანაცვლებს, რაც რელიეფურად რთულ სავალ ნაწილზე მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველჰყოფს.
"საგზაო სამუშაოების ფარგლებში, 1000 კვ.მ-ზე არსებული რიყის ქვის დემონტაჟი და ბაზალტის ახალი ქვაფენილის მოწყობა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ასევე, ხორციელდება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება", - აცხადებენ მთაწმინდის რაიონის გამგეობაში.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია...
ისნის რაიონში ზინდისის ქუჩაზე გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გამგეობის ცნობით, ამჟამად, ასფალტის ორფენიანი საფარი 1 251 კვ2 ფართობზე იგება. 425 კვ.მ-ზე კი, ტროტუარისა და ბორდიურის მოწყობა უკვე დასრულებულია.
საგზაო სამუშაოებს ისნის რაიონის დაკვეთით შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს, რომლის ღირებულება 78 201 ლარია.
გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ათ დღეში დასრულდება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხში მდებარე ორ კლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიანიჭეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გაფართოებულმა საბჭომ მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
სტატუსი მიანიჭეს 1588 წელს აშენებულ ღვთისმშობლის ეკლესიას, რომელიც ,,თბილელ მთავარ ეპისკოპოზს" ბარნაბა ფავნელიშვილს აუგია. ასევე, წმ. თევდორეს ეკლესიას.
წინარეხში რამდენიმე სხვა ეკლესიაცაა, მაგალითად: ბოტისის ეკლესია, ელიას ეკლესია, ზეგარდის ნიში, თავკავთის კომპლექსი, მაღალაანთ...
გორის, ხაშურისა და ქარელის მერები გვალვიან პერიოდს მომზადებულები შეხვდნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შიდა ქართლის მერები კაბინეტებში მაღალმა ტემპერატურამ შეაწუხა, ახალი კონდიციონერები მანამდე შეიძინეს, ვიდრე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის შესახებ გააფრთხილებდა.
ყველაზე მეტი 6 ცალი კონდიციონერი ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა 7 ივნისს შეიძინა.
ქარელის მერმა კაბინეტები 4 ახალი კონდიციონერით მაისშივე უზრუნველყო.
გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა,...
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, მერიის წარმომადგენლებმა კაფე-ბარებისა და საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებს ობიექტების მიმდებარე ტერიტორიების სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს.
"ტურისტული ობიექტების აღრიცხვა და მონიტორინგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა ერთი კვირის წინ დაიწყო და რამდენიმე დღეში დასრულდება", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































