გორის, ხაშურისა და ქარელის მერები გვალვიან პერიოდს მომზადებულები შეხვდნენ. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
შიდა ქართლის მერები კაბინეტებში მაღალმა ტემპერატურამ შეაწუხა, ახალი კონდიციონერები მანამდე შეიძინეს, ვიდრე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას მაღალი ტემპერატურის შესახებ გააფრთხილებდა.
ყველაზე მეტი 6 ცალი კონდიციონერი ხაშურის მერმა გიორგი გურასპაშვილმა 7 ივნისს შეიძინა.
ქარელის მერმა კაბინეტები 4 ახალი კონდიციონერით მაისშივე უზრუნველყო.
გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა, კი ახალი კონდიციონერის შეძენა 28 ივნისს გადაწყვიტა. ეს მაშინ, როდესაც მის კაბინეტში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.
კასპის მერი კი, ჯერაც 2013 წელს ნაყიდი კონდიციონერით სარგებლობს.