თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის საკითხი ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო. დეპუტატებმა ხელფასების ზრდაზე შემდგომ განხილვებზე უნდა იმსჯელონ და შედეგი 1 იანვრამდე დაამტკიცონ. სახელფასო ფონდს თელავის ბიუჯეტში ამ მიზნით 1 200 000 ლარი ემატება. ორმაგდება მუნიციპალიტეტის მერის ხელფასი და ის 5 063 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარის კი 4 ათას ლარზე მეტი იქნება. ხელფასები გაეზრდებათ სხვა საჯარო მოხელეებსაც, მათი რანგირების შესაბამისად. დღესვე,...
video
გურჯაანში ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე დასრულდა რამდენიმე შენობის გარე ფასადის მოპირკეთება. სამუშაოები განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ასევე დაგეგმილია პაპას და ბებოს ბაღების განახლებაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე და მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, გურჯაანში ჩამოსული ვიზიტორებისთვის.
აჭარის უმაღლესი საბჭო ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის ბიუჯეტზე მსჯელობს. დეპუტატები აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ. აჭარის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით თითქმის 40 მილიონი ლარით იზრდება და 454 მილიონს შეადგენს. როგორც მინისტრმა განაცხადა, პრიორიტეტებია ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია თანხები ე.წ. ოცნების ქალაქში საცხოვრებელი სახლის მშენებელობის მეორე ეტაპის დასაწებად. ასევე დაიწყება პროექტი „ბათუმი ავარიული...
მერის ინიციატივით, გორში მდებარე ხანდაზმულთა სახლს “შენი თბილი კერა” მერის მოადგილე ესტურმა. თამაზ შიოშვილი მოხუცებს საქართველოს “წითელი ჯვრის” გორის ოფისის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ისინი ადგილზე გაეცნენ ხანდაზმულთა საყოფაცხოვრებო პირობებს და სპეციალური მოვლის საჭიროებების მქონე პირებსაც გაესაუბრნენ. თითოეულმა მათგანმა საჩუქრად, სასურსათო პროდუქტი და საჭირო ნივთები მიიღო. “პროექტი მთლიანად გორის მერიის მიერ არის დაფინანსებული და “წითელი ჯვრის” ორგანიზაცია ამ...
მომავალ წელს 180 ერთეული რვამეტრიანი ავტობუსის შემოყვანა იგეგმება, რითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა სრულად მოგვარდება, - ამის შესახებ დედაქალაქის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა. მან დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა და დასძინა, რომ მერია აღნიშნულის შემდეგ ასევე 18-მეტრიანი 200 ერთეული ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. „მომავალი წლიდან ვიწყებთ მნიშვნელოვანი და დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. მათ შორის, დაგეგმილი გვაქვს ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა,...
დაახლოებით, 400-მდე ოჯახია დედაქალაქში, რომელიც უსახლკაროს სტატუსს ატარებს და ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყება. „ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ მიწების დატება...
video
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, მოსახლეობას პრობლემები ეტაპობრივად უგვარდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. ზემო კაჭრეთში ახალგაზრდებს ახლა უკვე საშუალება აქვთ, სპორტით დაკავდნენ და ახლადგაკეთებული სავარჯიშო სივრცით ისარგებლონ. ეთერ თეთრაძის სიუჟეტი.
დედაქალაქის საკრებულო მომდევნო კვირას ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამას განიხილავს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ, რომელთა შორისაა 2020-2021 წლების განმავლობაში გადასახდელი საიჯარო ქირებისგან გათავისუფლება. „უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, პანდემიით დაზარალებული ბიზნესსუბიექტების მხარდაჭერას ვახორციელებთ. ესენი არიან ძირითადად, მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური კომპანიების მოიჯარეები, რომელთაც სხვადასხვა სახის შეღავათები გაეწევათ. კერძოდ, საიჯარო...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტომ ანაზღაურებისთვის 10 თვეში, 1 მლნ 840 ათას 291 ლარი დახარჯა. აქედან 147 012 ლარს, შტატიანი თანამშრომლების ხელფასები შეადგენს, 759 592 ლარი კი შტატგარეშედ დასაქმებულთა ანაზღაურებაა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ტრანსპორტის სააგენტოში სულ 171 ადამიანი მუშაობს. მათ შორის მხოლოდ 14-ია შტატით მომუშავე, დანარჩენი 157 კი შტატგარეშე თანამშრომელია. “ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრციის სამსახურში დასაქმებულია ერთი ფინანსური...
გორი-მცხეთა-თბილისის შემოვლით გზაზე ნოსტის მიმართულების აღმნიშვნელი ნიშანი შეცდომით დაამონტაჟეს. გზის მანიშნებელი ახალი აბრის მიხედვით, გიორგი სააკაძის მშობლიურ სოფელში გაუქმებული გზით მოხვდებით. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. როგორც კასპის მერიაში აცხადებენ, სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ჩაატარეს. საგზო ნიშნები კი მათ დაუკითხავად დააყენეს. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო ნიშნების მოწესრიგება ადგილობრივი მერიის კომპეტენციაა, ამიტომ მერის გადაწყვეტილებით, აბრაზე ნოსტეს წარწერა...
დედაქალაქის მერია მუნიციპალური მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების შემთხვევებზე რეაგირებას ამკაცრებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უკანონო მშენებლობებსა და კანონის დაუმორჩილებლობას მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვება. კახა კალაძემ დედაქალაქში მსგავსი კანონდარღვევების ამსახველი კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და შესაბამისი ფოტომასალაც წარმოადგინა. „მინდა ასევე, შევეხო ერთ მტკივნეულ საკითხს, რომელიც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის. ეს არის მუნიციპალური მიწების მიტაცება და უკანონო...
წინა სტატია შემდეგი სტატია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ვერც მესამე ცდაზე აირჩია თავმჯდომარე. კენჭისყრის პროცედურაში მხოლოდ მმართველი გუნდი და "საქართველოსთვის" მონაწილეობდნენ. სულ 19 დეპუტატი. აქედან, 7 ბათილი ბიულეტინია. გახარიას გუნდმა განაცხადა, რომ დღესვე მზად არიან თავიანთი კანდიდატი დააყენონ, შოთა წურწუმია, რომელიც წინა სხდომებზეც პარტიის კანდიდატი იყო ამ პოზიციაზე. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. მანამდე სხდომა ენმ-მ და "ლელომ" დატოვეს. ჩხოროწყუს საკრებულომ გასულ კვირას, ვერც მეორე სხდომაზე შეძლო თავმჯდომარის არჩევა....
ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები ერთი თვე გაგრძელდება. ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის  29 დეკემბერს შეწყდება და 31 იანვარს განახლდება. აის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. ქუთაისის მერიის ა(ა)იპ "ბაგა–ბაღების გაერთიანებაში" სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული. სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს. საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.
ქუთაისში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, 20 დეკემბერს, 20:00 საათზე აინთება. ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთებას ქართველი მომღერლები სალომე ბაკურაძე, ელენე ფოჩხუა, დათუნა მგელაძე, დუეტი „ჯორჯია“ დაესწრებიან და ქუთაისელი მსმენელის წინაშე საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან. ინფორმაციას ინფო იმერეთი ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ნაძვის ხის ანთების ცერემონიალზე ადგილობრივი კაპელა სპეციალურად 20 დეკემბრისთვის მომზადებულ ნომერს შეასრულებს. მერია საახალწლო გალა-კონცერტში 30 000 ლარს დახარჯავს. 2022 წლის...
საახალწლოდ, ქუთაისის მერია მოვაჭრეებს საახალწლოდ გარევაჭრობის უფლებას მისცემს. საახალწლო ბაზრობა ფალიაშვილის ქუჩაზე, გვირაბის ზემოთ არსებული ტერიტორიაზე და ი.ჭავჭავაძის ქუჩაზე, ავტოსადგურის მიმდებარედ მოეწყობა. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო გარევაჭრობა ნებადართული,  18 დეკემბრიდან  2022 წლის 15 იანვრამდე იქნება. "იმ შემთხვევაში თუ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია იჯარით აქვთ აღებული ბაზრის ადმინისტრაციებს შეთანხმება ხდება მათთან გარევაჭრობის საკითხზე. მოქალაქეები მიმართავენ მათ და არა მერიას", - განმარტავენ...
წინა სტატია ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომა „ლელოს" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს. მათი თქმით, დარბაზში კვორუმი არის და ახლა პარტია „საქართველოსთვის" წევრებმა ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ ერთადერთ კანდიდატს, „ქართული ოცნების" წარმომადგენელ ჯუმბერ იზორიას მხარი არ უნდა დაუჭირონ. „ჩვენ დილით ვამბობდით, რომ არ მოვიდოდოთ სხდომაზე, გამომდინარე იქიდან, რომ რაღაც კითხვის ნიშნები არ ყოფილიყო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ