კალაძე: დაახლოებით, 400-მდე ოჯახია დედაქალაქში, რომელიც უსახლკაროს სტატუსს ატარებს და ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით

449

დაახლოებით, 400-მდე ოჯახია დედაქალაქში, რომელიც უსახლკაროს სტატუსს ატარებს და ყველა იქნება უზრუნველყოფილი საცხოვრებელი ფართით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყება.

„ეს იყო ჩემი საარჩევნო დაპირება, რომ არც ერთი უსახლკარო თბილისელი ოჯახი არ გვეყოლებოდა. რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს გადაეცემათ მუნიციპალური საცხოვრისი და ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ მიწების დატება და უკანონო მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა კალაძემ.