„განახლებული რეგიონების“ პროექტი გურჯაანში

354

გურჯაანში ნონეშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. უკვე დასრულდა რამდენიმე შენობის გარე ფასადის მოპირკეთება. სამუშაოები განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.

ასევე დაგეგმილია პაპას და ბებოს ბაღების განახლებაც. სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთლიანად შეიცვლება ქალაქის ცენტრალური ნაწილის იერსახე და მიმზიდველი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე, გურჯაანში ჩამოსული ვიზიტორებისთვის.