ქუთაისის ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესი 29 დეკემბერს შეწყდება და 31 იანვარს განახლდება

632

ქუთაისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები ერთი თვე გაგრძელდება.
ბაგა–ბაღებში სასწავლო პროცესი მიმდინარე წლის  29 დეკემბერს შეწყდება და 31 იანვარს განახლდება. აის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს.

ქუთაისის მერიის ა(ა)იპ “ბაგა–ბაღების გაერთიანებაში” სულ 37 ფილიალი და 7 643 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

სააღმზრდელო დაწესებულებებმა მუშაობა 5 ოქტომბერს განაახლეს.

საბავშვო ბაღებში პირბადის ტარება, როგორც აღმზრდელებისათვის, ასევე მზარეულებისათვის, სავალდებულოა.