წინა სტატია "აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (ხევი-უბისას მონაკვეთი) გაუმჯობესების პროექტის“ დაფინანსების მიზნით, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის (ADB) შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარმა მოაწერეს ხელი. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება 255 297 000 ევროს ოდენობის შეღავათიანი ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე ხევსა და უბისას შორის 12-კილომეტრიანი, ორმხრივი 4-ზოლიანი გზის მშენებლობას. "ზემოაღნიშნული 12-კილომეტრიანი მონაკვეთი,...
რუსთავის მერის ინიციატივით, ქალაქის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი ერთი საათით გახანგრძლივდა.  მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს, დილის 07:00 საათიდან საღამოს 19:00-ის ნაცვლად, 20:00 საათამდე მოემსახურებიან.  როგორც მერიაში აცხადებენ, მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის განრიგის ერთი საათით გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება, მერიამ მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე მიიღო.
სენაკის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ისულას მიმართულებით წლებია ასფალტის საფარი არ განახლებულა. მესამე დღეა, რაც დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი“ აწარმოებს. მერიის ცნობით, გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ სოფელში სარეაბილიტაციო სამუშაოების საერთო ღირებულებამ 288 133 ლარი შეადგინა.
წინა სტატია "თბილისური ვოდევილი“ - ასე ჰქვია თბილისობის პირველი დღისთვის შექმნილ მიუზიკლს, რომელშიც დედაქალაქის მერია 366 043 ლარს იხდის. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს. როგორც სატენდერო ხელშეკრულებაშია აღნიშნული, მიუზიკლი რამდენიმე ძველ ვოდევილს ("ხანუმა“, "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“, "ძუნწი“, "მზის დაბნელება საქართველოში“ და სხვა) აერთიანებს და სპეციალურად მისთვის ახალი ტექსტები და სიმღერები დაიწერება. მასში მონაწილეობას კი ქართველი მსახიობები, მომღერლები და მოცეკვავეები მიიღებენ. "ყველა ეთნოსითა და ყველა იმ...
დედაქალაქის მერიამ იუსტიციის სახლს ტაქსით მომსახურების გაწევაზე ნებართვის გაცემის ორგანიზებისთვის 150 000 ლარი გადაუხადა. ინფორმაციას ლიბერალი ავრცელებს. სატენდერო ხელშეკრულების თანახმად, იუსტიციის სახლის ვალდებულება იყო ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განცხადების მიღება, კონსულტაცია, ნებართვის მაძიებლის იდენტიფიცირება, ელექტრონული განაცხადის შევსება, განაცხადზე განმცხადებლის ელექტრონული ხელმოწერის მოთავსება, განმცხადებლისთვის ინვოისისა და ამობეჭდილი ნებართვის გაცემა. 21 აგვისტოდან იუსტიციის სახლი ტაქსით მომსახურების გაწევის მსურველთათვის ნებართვებს გასცემს. პირველი ოქტომბრიდან არალიცენზირებულ ტაქსებს მგზავრთა გადაყვანა...
თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობის მიერ ინიცირებულ წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დაფინანსების წესის ცვლილებაზე არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დაფინანსების ეს წესი ვერ გაზრდის ვერც მუნიციპალიტეტების შემოსავლებს, ვერც ადგილობრივი თვითმმართველობების დამოუკიდებლობის ხარისხს და მოტივაციას, ადგილობრივი საკითხების მოგვარებაზე უფრო აქტიურად იმუშაონ. როგორც ცნობილია, 2019 წლიდან მთავრობა ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსების წესს ცვლის. ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მუნიციპალიტეტებს გათანაბრებითი ტრანსფერს აღარ მისცემენ, საშემოსავლო გადასახადიდან აკრეფილი...
სამგორის რაიონში კალაუბნის N33-ისა და ვარკეთილის ზემო პლატოს N3 კორპუსის მიმდებარედ წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ასევე, ვარკეთილის მესამე მასივში ხომლელის ქუჩაზე, საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა - N5ა და N5ბ-ს მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგო. გახოკიძის N10-ში კი კორპუსის შიდა ეზო და მისასვლელი მოწესრიგდა. ასევე, გზასთან ერთად, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. გამგეობის ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია ვარკეთილის ზემო პლატოს N40 კორპუსის მიმდებარედ, სადაც 940 კვ.მ ფართობზე...
სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე ა მიკრორაიონის N322 კორპუსის მიმდებარედ ასფალტის საფარი დაიგო და ბორდიური მოეწყო, N344 კორპუსის მიმდებარედ კი ასფალტის საფარი კორპუსის ეზოსა და მისასვლელ გზაზე მოწესრიგდა. ასევე. საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს ვარკეთილის პირველი მიკრორაიონის N24 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამგეობის ცნობით, აღნიშნულ მისამართზე რამდენიმე დღეში ასფალტის საფარი დაიგება და საგზაო სამუშაოები დასრულება. როგორც გამგეობაში აღნიშნავენ საგზაო სამუშაოების პარალელურად, ვარკეთილში სხვადასხვა მისამართზე წყალარინების...
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიამ გასვლითი სხდომა სოფელ დიღომში ახლადაშენებულ, თბილისის 67-ე ბაგა-ბაღში გამართა, რომელზეც ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ 2018 წლის 9 თვის ანგარიში წარადგინა. საკრებულოს ინფორმაციით, კახაბერ გვანცელაძემ თავის ანგარიშში ინფრასტრუქტურულ და სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ასევე, ბაგა-ბაღებში უსაფრთხოებისა და ადამიანური რესურსის შესახებ ისაუბრა. დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი ანგარიში. კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ისაუბრა...
წინა სტატია სოფლის ტურიზმის ფესტივალი უამინდობის გამო გადაიდო. "განდაგანა“ ხვალ გაიმართება და ორ დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ორი დღით აჭარული სოფლები თავისი ტრადიციებითა და დამახასიათებელი თავისებურებებით ევროპის მოედანზე იქნება წარმოდგენილი, რაც სტუმრებს საშუალება მისცემს აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. სოფლის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა, მხიარული შეჯიბრებები, მასტერკლასები და ფოლკლორ შოუ – მცირე ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რასაც ფესტივალი სტუმრებს სთავაზობს. სოფლის ტურიზმის ფესტივალ “განდაგანას“ მიზანი...
ქობულეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა აქვს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით არის აშენებული. ცენტრი აღჭურვილია საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. ასევე, თანამშრომლებისთვის გამოყფილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. გათვალისწინებულია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალისა და სხვა ტექნიკური ინვენტარისთვის. შენობის გარე პერიმეტრზე კი, ავტოპარკის განსათავსებლად, სპეციალური ტერიტორიაა მოწყობილი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამ დრომდე, ცენტრის პერსონალი ერთ-ერთ კერძო...
ბათუმში, ადლიის დასახლებაში, დაახლოებით, 3 წლის წინ, ქუჩები ისე მოაასფალტეს,რომ რამდენიმე მოსახლესთან მისასველ გზაზე, გზის საფარი არ დააგეს. მათ შორისაა გრ. გურიელის ქუჩა. მაშინ მოსახლეობას მიზეზად მცირე ბიუჯეტი დაუსახელეს. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. ამავე დასახლებაში მიმდინარე წელს გზა კიდევ რამდენიმე ქუჩაზე დაიგო, ისიც არასრულად. ადლიის ქუჩის N66-სა და მის მიმდებარედ მცხოვრებმა რამდენიმე მოსახლემ შესაბამის უწყებებს მიმართა, თუმცა უშედედგოდ. გასული წლის აგვისტოს თვეში...
წინა სტატია სოფიო ქაცარავამ ბიშკეკში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ღონისძიებაში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) მიერ იყო ორგანიზებული, მონაწილეობა მიიღო. საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში საქართველოს პარლამენტის პროგრესზე, განხორციელებული რეფორმებისა და სამოქმედო გეგმის მთავარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. "ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს მიღწევებს საკანონმდებლო დონეზე, განაპირობებს პოლიტიკური ნება, მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა საპარლამენტო უმცირესობასთან, ოპოზიციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან...
წინა სტატია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გურჯაანში 2 ადგილას შუქნიშანი დამონტაჟდება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ვლადიმერ მუსალბიშვილის თქმით, ამის შესახებ თანხმობა შესაბამისი უწყებებიდან უკვე მიიღეს. "კონსტრუქცია თბილისიდან ჩამოიტანეს და დასაწყობებულია. ველოდებოდით ორი უწყების: შსს-სა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანხმობას, რომელიც დახლოებით ათი დღის წინ მოვიდა. არჩევნების შემდეგ ბიუჯეტში დაიგეგმება თანხა და დაფინანსდება კონსტრუქციის მონტაჟი“, - განაცხადა მუსალბიშვილმა. მისივე თქმით, შუქნიშნები...
გურჯაანის კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაცია მომავალი წლიდან დაიწყება. როგორც მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, ამჟამად დეტალური პროექტირება მიმდინარეობს. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს. "პირველადი ესკიზები გაკეთებულია. ჩაბარების ვადა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თვის ბოლომდეა. დასრულებისთანავე გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების შესრულებაზე. გამარჯვებული კომპანია, სავარაუდოდ, წლის დასაწყისშივე დაიწყებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში გაკეთდება: საზაფხულო კინოთეატრი, სპორტული მოედანი, ამფითეატრი, ბავშვთა გასართობი კუთხე, მოხდება შალკიკაშვილების სახლმუზეუმის რესტავრაცია,...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი შიდა საუბნო გზების, დაახლოებით ორკილომეტრიანი გზის დაგებას ითხოვენ. შეკრებილების მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემის მოგვარებას არაერთხელ დაჰპირდა, თუმცა პირობა ამ დრომდე არ შეასრულეს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აქციაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებიც მივიდნენ. პარტიის სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ