გარემოსდავითი ზედამხედველობის დეპრატამენტის ინფორმაციით, წინასაახალწლოდ, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მონიტორინგი მიმდინარეობს.
მათი განცხადებით, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვება და რეალიზაცია კანონიერია მხოლოდ სანერგეებიდან, პლანტაციებიდან, საკარმიდამო ნაკვეთებიდან ან იმპორტის შემთხვევაში.
„რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი. თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის...
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებას ეხება.
როგორც ცესკოში აცხადებენ, დაინტერესებული მხარეები და მედიის ნაწილი კანონში შეტანილ ამ ცვლილებას ცესკოს დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად იყენებენ.
„ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 18 დეკემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სადაც წამყვანი თავის მონოლოგში აღნიშნული ცვლილების შესახებ საუბრისას ინსტიტუციის მისამართით დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებდა....
თბილისში ტაქსების რეფორმა 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო და მას შემდეგ ტაქსით მომსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალულია. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.
ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს თბილისის მერიაში მიმდინარე წლის ბოლოდ აანონსებენ. მიუხედავად იმისა, რომ წლის ბოლომდე ორი კვირა რჩება, დღესაც არ არის რეფორმასთან მიმართებით კონკრეტული დეტალები...
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან პირველი იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.
თბილისის მერიის ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ მ. კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.
„სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი...
ქეთევან ვარდიაშვილი
მრჩეველი; GIZ-ის პროგრამა - კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში
საბიუჯეტო რესურსები რომ ყველასია, ეს ცნობილია. თუმცა, მთავარი შეკითხვა ბიუჯეტის დაგეგმვისას და თანხების გადანაწილებისას არის ის, თუ როგორ აისახება ესა თუ ის ხარჯი ქალებსა და კაცებზე, გოგონებსა და ბიჭებზე, ანუ, რამდენად სწორად და სამართლიანად ნაწილდება თანხები ქვეყანაში.
იმისათვის, რომ გავარკვიოთ, სწორად ვანაწილებთ თუ არა საჯარო სახსრებს, აუცილებელია შესაბამისი კვლევებისა...
ჩუღურეთის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს.
გუმათის ქუჩაზე 2 000-მდე კვადრატულ მეტრზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც.
სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 93 200 ლარია.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი თანმდევ ორ კანონპროექტთან ერთად პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილა.
პარლამენტის ინფორმაციით, თანმდევი კანონპროექტებია „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ".
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საკანონმდებლო პაკეტში თავდაპირველად რვა კანონპროექტი იყო, მაგრამ...
ამ დროისთვის "ლელოს" სიით გასული საკრებულოს წევრების მონაწილეობით 4 მუნიციპალიტეტში ფრაქციები შეიქმნა.
"ლელოს" ინფორმაციით, ონში, სადაც ადგილობრივ საკრებულოში ლელოს ორი წევრი ჰყავს, შეიქმნა ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“. ფრაქციას "ლელოს" ონის ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ზურაბ ბენდიანიშვილი უხელმძღვანელებს.
ასევე "ლელოს" წევრი გოგიტა ახვლედიანი იქნება ფრაქციის თავმჯდომარე ცაგერში. ფრაქციის სახელწოდებაა „ლეჩხუმი მომავლისთვის“.
ახალქალაქში ფრაქციის „ევროპული საქართველო-ლელო“ თავმჯდომარის მოადგილე "ლელოს" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ზახარ ზახარიანი აირჩიეს.
ასევე,...
შიდა ქართლის შინაური მიუსაფარი ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტო 4 თვეა რაც ფუნქციონირებს. სააგენტო ემსახურება ხაშურის, ქარელის, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
სააგენტოს ძირითად მოვალეობაში შედის მიუსაფარი ძაღლების და კატების სტერილიზაცია-კასტრაცია, ასევე ავადმყოფი და ნაავარიები ძაღლის ან კატის მკურნალობა.
სააგენტოში მიყვანილი ყველა ცხოველი გადის შესაბამის სამედიცინო შემოწმებას, მუშავდებიან პარაზიტებზე უკეთდებათ ცოფის საწინააღმდეგო აცრა, აღნიშნული პროცედურების გავლის შემდეგ ძაღლი კვლავ ბრუნდება ბინადრობის ადგილას.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.
როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელ შიბლიანის ტერიტორიაზე მოეწყო 800 მეტრი სიგრძის დახურული ქსელი, გამანაწილებელი ჭები და სარეგულაციო კვანძები.
“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციაპლიტეტების სოფლების – შიბლიანის, ზემო...
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ახალი სადგური განთავსდება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, სააგენტოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, 2022 წელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური გადაეცემა.
მათივე ცნობით, ახალი სადგურების განთავსება იგეგმება ბათუმსა და ფოთში, ქუთაისსა და ზესტაფონში, რუსთავში, თელავში, ახალციხესა და მესტიაში.
პროექტის ღირებულება...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სოციალურ პროგრამაში 2022 წლიდან ცვლილებები შედის. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ცვლილება სადღესასწაულო დღეებში დახმარების გაცემას, მარტოხელა მშობლებისა და მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს ეხება.
„ამ დრომდე, სადღესასწაულოდ, უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს პროდუქტებით ვეხმარებოდით, – ამბობს ნანა კიკნაძე, – გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ოჯახებს სადღესასწაულო დღეებში თანხა 50-50 ლარის ოდენობით მივცეთ....
''ლელოს'' ბათუმის ორგანიზაციის წევრებს აინტერესებთ, რატომ ვერ აშენდა ამ დრომდე ლუკა ასათანის ქუჩაზე საერთაშორისო სტანდარტების სპორტული კომპლექსი და საცურაო აუზი, რომლის მშენებლობაც აჭარის მთავრობამ 2017 წელს დააანონსა. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
''ლელოს'' წევრების თქმით, ლუკა ასათიანის ქუჩაზე ის ტერიტორია, სადაც პროექტი უნდა განხორციელებულიყო, კვალ შემოღობილია. მათივე განცხადებით, კანადური კომპანია "ვესტინკორ ლიმიტედს'' 20 მილიონიანი პროექტის განხორციელება გამარტივებული შესყიდვით წესით დაევალა, თუმცა გაურკვეველი მიზეზებით...
მასშტაბური დასაქმების პროცესში, სოციალურად დაუცველ ადამიანებს შემწეობა არ მოეხსნებათ, არამედ მათ სანაცვლოდ მიეცემათ ხელფასი, კონკრეტული საზოგადოებრივი საქმისთვის.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 18 დეკემბერს, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 2012 წელს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოციალური პოლიტიკის კუთხით გატარებული რეფორმებით ეკონომიკური პარამეტრები არსებითად გაუმჯობესდა და უთანასწორობის დონე მკვეთრად შემცირდა.
„სანამ სამომავლო მასშტაბურ გეგმებზე გადავალ,...
გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
შესაბამის ბრძანებას ახლადარჩეულმა მერმა, ზურაბ უტიაშვილმა ხელი 17 დეკემბერს მოაწერა. რეორგანიზაცია როგორც სტრუქტურულ, ასევე საკადრო გადაადგილებებს ითვალისწინებს.
მისი თქმით ყველა თანამშრომელთან იქნება კომუნიკაცია და არცერთი კვალიფიციური კადრი უმუშევარი არ დარჩება.
“არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, ყველა პირთან იქნება კომუნიკაცია. არის მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც საჯარო მოხელეებმა უნდა...
29 დეკემბერს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.
საკრებულოს სხდომამდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს კომისიურ ფორმატში. ბიუჯეტის კომისიური განხილვის ფორმატში ჩართული იქნებიან, როგორც აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები, აგრეთვე ქუთაისის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული იურიდიული პირები და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციარები.
,,ქუთაისის მუნიციპალიტეტის გაცხადებული პრიორიტეტებია მმართველობის ღიაობა, ანგარიშვალდებულება და მოქალაქეთა ჩართულობა. ქალაქის ბიუჯეტი, ეს არის მთავარი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































