საგარეჯოს სოფელ შიბლიანში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა

365

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდების გასაუმჯობესებლად, შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის წყალგამანაწილებლის აღდგენით სამუშაოებს ატარებს.

როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, სოფელ შიბლიანის ტერიტორიაზე მოეწყო 800 მეტრი სიგრძის დახურული ქსელი, გამანაწილებელი ჭები და სარეგულაციო კვანძები.

“ჩატარებული სამუშაოების შედეგად, წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციაპლიტეტების სოფლების – შიბლიანის, ზემო კაჭრეთისა და ჯიმითის 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე; შემცირდება წყლის დანაკარგი; ზედაპირულად წყლის დინებისგან სავარგულების დაჭაობების საფრთხე აღარ იარსებებს.

საირიგაციო სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დასრულების ეტაპზეა“ , – ნათქვამია ინფორმაციაში.