გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
შესაბამის ბრძანებას ახლადარჩეულმა მერმა, ზურაბ უტიაშვილმა ხელი 17 დეკემბერს მოაწერა. რეორგანიზაცია როგორც სტრუქტურულ, ასევე საკადრო გადაადგილებებს ითვალისწინებს.
მისი თქმით ყველა თანამშრომელთან იქნება კომუნიკაცია და არცერთი კვალიფიციური კადრი უმუშევარი არ დარჩება.
“არაფერი არ მაქვს დაგეგმილი, ყველა პირთან იქნება კომუნიკაცია. არის მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ. კვალიფიციური და სამსახურთან შესაბამისობაში მყოფი მოხელე, რატომ უნდა განთავისუფლდეს. რეორგანიზაცია, გამართულად მუშაობისათვის გვჭირდება და ყველას გადავანაწილებთ, ისე, რომ ემსახუროს საკუთარ მუნიციპლიტეტს,”- განაცხადა უტიაშვილმა.
მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომლებმა შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღეს. სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები გურჯაანში, 2022 წლის თებერვალში დასრულდება.