წალენჯიხაში ბრძოლის ნაწილი უზურპაციის წინააღმდეგ საკრებულოშია ახლა გადატანილი, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წალენჯიხის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს მოპოვებული, დამარცხებულ „ქართულ ოცნებას“ აქვს წამყვანი პოლიტიკური თანამდებობების დაკავების ამბიცია და ამას, ხარჩილავას განმარტებით, დაშინებისა და შანტაჟის ნაცადი მეთოდებით მოკავშირეების მოძიების გზით ცდილობს.
წალენჯიხის მერმა გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ მოკავშირეებს გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებს...
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახების ფართებით დასაკმაყოფილებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა.
როგორც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, დაახლოებით, 3 000 დაზარალებული ოჯახის პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
„მინდა, შევეხო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული მოქალაქეების პრობლემას. იცით, რომ სახელმწიფოს ეს ვალი აღიარებული აქვს, თუმცა, გარკვეული დროის განმავლობაში, ეს ადამიანები საკუთარი ფართების მიღებას ვერ ახერხებდნენ. 2017 წლიდან დავიწყეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, რომ ოჯახები,...
წინა სტატია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, ვის შეუძლია მუნიციპალური ტრანსპორტით უფასოდ ან შეღავათიანი ტარიფით მგზავრობა.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სხვა ჯგუფებთან ერთად უფასოდ მგზავრობას კვლავ შეძლებენ მოსწავლეები.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა შეეძლება თბილისში რეგისტრირებულ უსინათლო პირებს, მათ თანმხლებ და გამცილებელ პირებს, მოსწავლეებს, უბნის ინსპექტორებს, ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული მთავარი სამმართველოს მოსამსახურეებს, თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, თბილისში რეგისტრირებული სამხედრო ძალების...
„საახალწლო სოფელი“ თბილისში, „დედაენის ბაღში“ 24 დეკემბერს გაიხსნება. შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. მისი თქმით, „საახალწლო სოფელი“ ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ 14 იანვრამდე იქნება განთავსებული.
„ერთად უნდა შევეგებოთ თოვლის ბაბუას და სანტა კლაუსს. მას შემდეგ, რაც 24 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება „საახალწლო სოფელი“, რომელიც ორბელიანის მოედანსა და „დედაენის ბაღში“ 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული, 3 კვირის განმავლობაში ყველა...
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარესთან ერთად, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეც საკრებულოს თანამდებობის პირი გახდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათი განმარტებით, აღნიშნულიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა იმის აუცილებლობა, რომ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვისაც გავრცელდეს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებები.
როგორც საკანონმდებლო ორგანოში აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილისთვის სწორედ ახალი ვალდებულებების შესრულების ითვალისწინებს „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში...
თბილისში, აბანოთუბანში ცნობილი გოგირდის აბანოებიდან ერთ-ერთის, კერძოდ ერეკლე მეფის აბანოს რეაბილიტაცია ხორციელდება.
BM.GE-სთან საუბრისას აბანოების მმართველი კომპანია „ჭრელი აბანოს“ აღმასრულებელი დირექტორი ჯაბა მამაცაშვილის აცხადებს, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, კომპანიამ ერთ-ერთი ისტორიული აბანოს განახლების პროექტი წამოიწყო, რაზეც 4 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
500 კვ.მ-ზე განთავსებული ერეკლე მეფის გოგირდის აბანო სტუმრების მიღებას სრულიად განახლებულ გარემოში 2022 წლის ბოლოდან შეძლებს და მათ წყლის გამაჯანსაღებელ...
შემოგვაქვს სააბონემენტე, ულიმიტო სისტემა 1 თებერვლიდან დაინერგება და შევა ძალაში, თუმცა, 1 თებერვლამდე, საზოგადოებას, მეტროს, მიკროავტობუსისა და ავტობუსის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, შეიძინონ აბონემენტები 5 იანვრიდან.
აბონემენტები გაიყიდება მეტროს სალარობსა და „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალებში, სადაც ახალი ბარათები და აბონემენტები გაიყიდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძს თქმით, იმოქმედებს, როგორც 90-წუთიანი, ასევე, ერთთვიანი და ერთწლიანი სააბონემენტო...
რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ითხოვს დეფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის მეშვეობით, "სამართლებრივად" მოხდეს "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას გადაყენების პროცედურის დაწყება, - ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც გუშინ, სოხუმში გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ მიიღეს.
გარდა ამისა ოპოზიციის მოთხოვნაა ე.წ. საპარლამენტო არჩევნების ერთი წლით გადადება და "აფხაზეთის კონსტიტუციაში" შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
ოპოზიცია ასევე მოითხოვს, პროცედურის განმავლობაში ასლან ბჟანიას არ ჰქონდეს „ენერგეტიკული, ქონებრივი და საგარეო პოლიტიკური...
პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო ღონისძიების გამო, 22 დეკემბერიდან 1 იანვრის ჩათვლით, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედნისკენ მიმავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება თავისუფალი იქნება.
„სატრანსპორტო საშუალებებისთვის კოსტავას ქუჩიდან რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით:
ავტობუსები N33, N31 და მიკროავტობუსი...
ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. 23 მილიონი ლარით განსაზღვრული წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს დეპუტატების ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
2022 წლის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით, 13%-ით, ორი მილიონ 700 ათასი ლარით იზრდება.
ფოთის მერის ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, 2022 წლის იანვრიდან სახელფასო ანაზღაურება გაეზრდებათ ისეთ სპეციალისტებს, რომელთა ყოველდღიურ შრომაზეც არის დამოკიდებული ქალაქში წესრიგი და სისუფთავე. მერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ესენი არიან: დამგველი,...
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისს გათავისუფლების მოთხოვნით კი ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.
მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. შიმშილობის აქციას მიმართავს ერთ-ერთი სასულიერო პირიც.
შიმშილობს თავად "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ასევე შიმშილობის აქციაში ჩაერთვნენ პარტიის სხვა ლიდერები, მათ შორის გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი და გიორგი ბოტკოველი.
კარვებში მოშიმშილეებისთვის ლეიბებია გაშლილი.
მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების...
კავკასიაში EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ამ კომპანიების ბიზნეს მოდელი კომერციულად მდგრადი იყოს, რათა მათი ვალდებულებების გასტუმრება და პროექტების სუბსიდირება სახელმწიფოს არ მოუწიოს.
“მნიშვნელოვანია გაგრძელდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირების პროცესი. მოდელი, რომელსაც ჩვენ კარგი მმართველობის მიდგომებს ვუწოდებთ. სახელმწიფო საწარმოები უნდა მოქმედებდნენ კომერციული ინტერესებით, არ არის აუცილებელი რომ მოხდეს მათი...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო კიდევ 670 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ დევნილების მოთხოვნისა და საჭიროებების გათვალისწინებით „სოფლად სახლის“ პროექტში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.
„წინასაახალწლოდ კიდევ 670 დევნილ ოჯახს სოფლად სახლს გადავცემთ. პროექტის ფარგლებში თითოეული ოჯახისთვის გამოყოფილი თანხა წელს უკვე მეორედ გავზარდეთ და ამ სასიკეთო...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს მოსაწონებლად 12 367 000 ლარი ღირებულების 47 პროექტი წარუდგინა. პროექტების განხორციელება ხარაგაულის თვითმმართველობას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2022 წელს სურს.
გამოცემა ჩემი ხარაგაული ამ პროექტების ჩამონათვალს აქვეყნებს, სავარაუდო ღირებულებებთან ერთად. პროექტების განხორციელების სავარაუდო ვადა 2022 წლის მარტი – ოქტომბერია.
ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) – 178 700 ლარი;
ღორეშა-მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია (II ეტაპი) – 300 ათ. ლარი;
მაქათუბანის ორ უბანში გზის...
მარნეულის საახალწლო ნაძვის ხის ანთება ხვალ, 22 დეკემბერს, არის დაგეგმილი. რადიო „მარნეულს“ მანრეულის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განუცხადეს, რომ საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია 18:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„პატარებისთვის მოეწყობა შოუ. ანიმატორები იზრუნებენ პატარების გართობაზე და თოვლის ბაბუა გვეყოლება რომელიც დაარიგებს ტკბილეულს“. - გვითხრა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა დავით ჭიკაძემ
ჭიკაძის განმარტებით, ჯერ-ჯერობით ცნობილი არაა თუ...
ხურვალეთში მდებარე თავშესაფარში მცხოვრებ მოხუცებს საახალწლოდ გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ნახვა სურთ. მოხუცებმა საკუთარი სურვილი რადიო “მოზაიკას” საშუალებით გააჟღერეს.
“გვინდა, რომ საახალწლოდ, გორის მერი გვესტუმროს. ჩამოვიდეს ჩვენთან და ვნახოთ პირადად”, – ამბობდნენ მოხუცები.
ამ სურვილის გაჟღერების შემდეგ, რადიო “მოზაიკამ” არაერთხელ სცადა გორის მერთან დაკავშირება. საკომუნიკაციოდ, ორგანიზაცია გორის მერის მოადგილეს და საკრებულოს თავმჯდომარესაც დაუკავშირდა. თამაზ შიოშვილი და დავით რაზმაძე ამბობდნენ, რომ მოხუცებისთვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































