შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები - ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პროცესი საქართველოს პარლამენტში იყოს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების მიერ მასობრივი შიმშილობის დაწყება შეაფასა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ოპოზიციას ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ხელისუფლებას პრობლემა სხვადასხვა საპარლამენტო მექანიზმით შეუქმნას.
„შიმშილობის დაწყებას ვერცერთ ვითარებაში ვერ მივესალმები. ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან ცუდია. ეს ადამიანის ინდივიდუალური არჩევანია და...
მცხეთა-მთიანეთის მხარეში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი შენობა გაიხსნა. დუშეთისა და ფასანაურის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.
ადმინისტრაციული შენობები ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და...
ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15 დეკემბერს გამოაცხადა კონკურსი წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურებაზე. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
კერძოდ, სამინისტრო ყიდულობს წყალტუბოს ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის შემუშავების მომსახურებას, გენერალური გეგმის კონცეფციის შესაბამისად. როგორც საკონკურსო დოკუმენტებში სამინისტრო უთითებს, გენერალური გეგმის კონცეფცია ქალაქის საკრებულომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დაამტკიცა.
მომსახურებაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სავარაუდოდ, 600 ათას ლარს გადაიხდის. წინადადებების მიღება...
ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის მართვის ცენტრმა“ წელს საახალწლო განათებები შპს „ქოლორფულ სფირითსისგან“ ტენდერის საფუძველზე შეიძინა. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი გამოიყო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო განათებების მოწოდება და მონტაჟი 2021 წლის 20 დეკემბრამდე უნდა განხორციელებულიყო. ამ ეტაპისთვის, მოსართავი ტერიტორიის მხოლოდ ნაწილია განათებული და ამისთვის შარშანდელი ილუმინაციები გამოიყენეს. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
„ახალი განათებები უკვე მოწოდებულია და ის, ქალაქის მთავარ ნაძვის...
საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის "განახლებული რეგიონების" ფარგლებში, ზესტაფონში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული შენობებისა და ორი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი და ზესტაფონის მერი, ვასილ გველესიანი.
,,ჩვენ, ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამავე ქუჩაზე და ფაქტიურად ამ პროექტის დასრულების შემდეგ, მთლიანად...
გურჯაანში მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, 26 დეკემბერს, გურჯაანში ცნობილი მომღერლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართება. 31 დეკემბერს კულტურის ცენტრის წინ საშობაო ბაზრობა მოეწყობა. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
თელავში, ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ 24-25 დეკემბერს ნაძვის ხის აწყობის და განათებების მონტაჟი უკვე დასრულებული იქნება. უწყების ინფორმაციით, განათებები საზეიმოდ აინთება.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განუცხადა, საახალწლოდ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. მისი განმარტებით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განახლებული განათებებით იქნება მორთული.
ლევან ანდრიაშვილი აცხადებს, რომ საახალწლოდ...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხეში, საახალწლო დღეებში, გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
25 დეკემბერი - ახალციხის ცენტრალური პარკი
16:00 - 19:00 – საახალწლო სოფელი (საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი ნახატების, რეწვის ოსტატების ნამუშევრების, სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია-გაყიდვა)
17:00 – 18:00 – კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით (ოთო ნემსაძე, ნინო ძოწენიძე, მარიტა როხვაძე, ნათია დუმბაძე, დათო არჩვაძე, კვარტეტი „ჰანგები“)
18:00 – 18:30
– ზღაპრის გმირების საახალწლო...
ინფრასტრუქტურული პრობლემები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. 37 სააღმზრდელო დაწესებულებიდან თერთმეტი შენობა ახლიდან არის ასაშენებელი და 18-ში ცენტრალური გათბობაა მოსაწყობი. დანარჩენი კოსმეტიკურ განახლებას საჭიროებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საბავშვო ბაღებს 2030 წლისთვის ავტორიზაციის პრობლემა რომ არ შეექმნას, ყველა ეს საკითხი მოგვარებული უნდა იყოს. ასევე საჭიროა ეზოების კეთილმოწყობა და ახალი გასართობი ატრაქციონების გაკეთება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების თოვლისგან გაწმენდის უზრუნველყოფაზე ტენდერი 150 000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ თოვლიანი გზა შეტყობინებიდან სამ საათში უნდა გაწმინდოს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერიის მიერ ტენდერი 2021 წლის 14 დეკემბერს გამოცხადდა, წინადადებების მიღება კი 24 დეკემბერს დაიწყება და 27-ში დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია: დიდთოვლობის შემთხვევაში ნინოწმინდის შიდა ქუჩებისა და სოფლებთან მისასვლელი გზების, ასევე ნინოწმინდაში და სოფლებში...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიამ გზების თოვლისგან გაწმენდის უზრუნველყოფაზე ტენდერი 100 000 ლარზე ორჯერ გამოაცხადა. ორივე შემთხვევაში ტენდერში მონაწილეობა არავის მიუღია. ამ დროისთვის უცნობია ვინ გაწმენდს მუნიციპალიტეტში გზებს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
მერიის მიერ ტენდერი თავდაპირველად 2021 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. წინადადების მიღება 7 დეკემბერს დაიწყო და 9 დეკემბერს ისე დასრულდა, რომ მონაწილეობა არავის მიუღია. ამავე დღეს მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა,...
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი შიმშილობის აქციას შეუერთდა. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის განთავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის აქციას შეუერთდა.
შაქრო ტერტერაშვილი თბილისში უკვე გაემგზავრა და არ გამორიცხავს, რომ აქციას სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრებიც შეუერთდნენ.
“ყველა საჭირო ნივთი მოვიმარაგე და მივდივარ თბილისში, სადაც საპროტესტო აქციას შევუერთდები. დარწმუნებული ვარ, სხვა მუნიციპალიტეტებიდანაც ჩამოვლენ, ზოგი...
დედაქალაქში ერთჯერადად მგზავრობის საფასური გაორმაგდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი, რაც აქამდე 50 თეთრი იყო, 1 ლარი იქნება.
„მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აირჩიონ გადახდის სისტემიდან მათთვის სასურველი პაკეტი. ერთჯერადად მგზავრობის შემთხვევაში ტარიფი იქნება 1 ლარი, რომლითაც მგზავრს შეუძლია 90 წუთის მანძილზე ისარგებლოს მეტროთი, ავტობუსით, მიკროავტობუსით ან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე საბაგირო ხაზით. ამასთან, თუ მოქალაქე აბონემენტს იყიდის, ცალკე...
მანჯგალაძისა და ურიდიას ქუჩების გზაჯვარედინის სარეაბილიტაციო სამუშაოების მსვლელობის პერიოდში, მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების კვეთიდან ურიდიასა და ჩხიკვაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეზღუდვა დღეს 14:00 საათიდან 26 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
„სამუშაოების პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ურიდიას, ჩხიკვაძის, ლიკანის, ჩაქვისა და დადიანის ქუჩების გამოყენებით.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებებით:
ავტობუსი N36 და მიკროავტობუსი N437...
ბათუმში, ტაბიძის 17 -ა ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მერიას დახმარებას სთხოვს. მათი განცხადებით, გაუმართავი საკანალიზაციო სისტემის გამო 9 სართულიანი კორპუსში საკანალიზაციო სისტემა გაუმართავია და სარდაფში ანტისანიტარიას იწვევს, დგას უსაომოვნო სუნიც. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მერიის შესაბამის სამსახურს 6 თვის წინ მიმართეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მომხდარა.
საქალაქო ინსფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში განმარტავენ, რომ მოსახლეობის პრობლემას იცნობენ, შემუშავდა პროექტი, რომლის მიხედვითაც მერია სამუშაოების განხორციელებას 2022 წელს...
1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, - შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.
„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი 1 იანვრიდან დაწყებული, ეს ეხება საჯარო დაწესებულებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































