რა გასართობი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში საახალწლოდ

435

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ახალციხეში, საახალწლო დღეებში, გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

25 დეკემბერი – ახალციხის ცენტრალური პარკი

16:00 – 19:00 – საახალწლო სოფელი (საახალწლო-საშობაო თემაზე შექმნილი ნახატების, რეწვის ოსტატების ნამუშევრების, სუვენირების გამოფენა-გაყიდვა, ტრადიციული კერძების დეგუსტაცია-გაყიდვა)

17:00 – 18:00 – კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით (ოთო ნემსაძე, ნინო ძოწენიძე, მარიტა როხვაძე, ნათია დუმბაძე, დათო არჩვაძე, კვარტეტი „ჰანგები“)

18:00 – 18:30

– ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენა;

– სიმღერა „ალილო“ – ახალციხის სალოტბარო სკოლის გუნდი;

– თოვლის პაპა – საახალწლო მილოცვა;

– ოფიციალური პირების საახალწლო მილოცვა;

– სიმღერა „მრავალჟამიერი“;

– მთავარი ნაძვის ხის ანთება;

– ;ფოიერვერკი.

18:30 – კონცერტის გაგრძელება

27 დეკემბერი

15:00 – 16:30 – ახალციხის (მესხეთის) სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის შენობაში სპექტაკლი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ გაიმართება – სპექტაკლს უფასოდ დაესწრებიან სოციალურად დაუცველი და შშმ პირები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები.

28 დეკემბერი – ახალციხის ცენტრალური პარკი

15:00 – 16:00 – თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მზიანი საქართველო“;

16:00 – 17:30 -კონცერტი ადგილობრივი ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით;

7 იანვარი-ახალციხის ცენტრალური პარკი

14:00 – 19:00 – ახალციხის ცენტრალურ პარკში ჩატარდება საშობაო დიდი ღონისძიება.

15:00 – 16:30 –კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით – კონცერტის მიმდინარეობისას მოეწყობა „აზოტ შოუ“;

17:00 – „ცეცხლოვანი შოუ“;

17:30 – კონცერტი – ბენდი „რეზო და ბავშვები“;

18:30 – გრანდიოზული ფოირვერკი;

14:00-17:00 – საბავშვო გასართობი პროგრამები:

ზღაპრის გმირები – საახალწლო მასკოტები (4 მასკოტი) და ყინულის დედოფალი გაართობენ ბავშვებს. გაიმართება ასევე დრამერების შოუ.

სხვა აქტივობები:

– მოეწყობა სანტას კუთხე, სადაც ბავშვები გადაიღებენ სამახსოვრო ფოტოებს და მიიღებენ საჩუქრებს;

– ჯიხურებში მოეწყობა საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა;

– ჯიხურებში ასევე გაიყიდება საკვები, დესერტი და სასმელი;

– სტუმრები მიიღებენ საჩუქრად გლინტვეინს;

– მოეწყობა ფოტოგადაღების სტენდები, სადაც სტუმრები გადაიღებენ  ფოტოებს.