თელავში, ცენტრალურ მოედანზე ნაძვის ხის აწყობა დაიწყეს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.
მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ 24-25 დეკემბერს ნაძვის ხის აწყობის და განათებების მონტაჟი უკვე დასრულებული იქნება. უწყების ინფორმაციით, განათებები საზეიმოდ აინთება.
როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა განუცხადა, საახალწლოდ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები იგეგმება. მისი განმარტებით, ქალაქის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე განახლებული განათებებით იქნება მორთული.
ლევან ანდრიაშვილი აცხადებს, რომ საახალწლოდ დაგეგმილი ყველა ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.