1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება

618

1 იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, – შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, მთავრობის ინფორმაციით, შეუძლიათ გადაწყვეტილება თავად მიიღონ.

„სკოლებში არის არდადეგები 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, დამატებით საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს 10 იანვრამდე პერიოდი 1 იანვრიდან დაწყებული, ეს ეხება საჯარო დაწესებულებს, ხოლო კერძო სექტორს შეუძლია, თავად მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღიბრაძემ.