ინფრასტრუქტურული პრობლემები გურჯაანის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში. 37 სააღმზრდელო დაწესებულებიდან თერთმეტი შენობა ახლიდან არის ასაშენებელი და 18-ში ცენტრალური გათბობაა მოსაწყობი. დანარჩენი კოსმეტიკურ განახლებას საჭიროებს. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
საბავშვო ბაღებს 2030 წლისთვის ავტორიზაციის პრობლემა რომ არ შეექმნას, ყველა ეს საკითხი მოგვარებული უნდა იყოს. ასევე საჭიროა ეზოების კეთილმოწყობა და ახალი გასართობი ატრაქციონების გაკეთება.